მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უორენ ბაფეტის თქმით, ის შეცდა, როცა ავიაინდუსტრიაში გადაწყვიტა ფულის დაბანდება

5eb05c370ba3d
ნათია თაქთაქიშვილი
04.05.20 22:01
1762
როგორც მსოფლიოში ცნობილი მილიარდერი უორენ ბაფეტი აცხადებს, მისი კომპანია Berkshire Hathaway აშშ-ს 4 დიდ ავიაკომპანიაში წილებს ყიდის. ამის შესახებ BBC-ი  წერს.

უორენ ბაფეტმა აქციონერთა ყოველწლიურ შეხვედრაზე განაცხადა, რომ კორონავირუსმა მსოფლიო შეცვალა და აღნიშნა, რომ ის შეცდა როცა საავიაციო ინდუსტრიაში გადაწყვიტა ფულის დაბანდება.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, პირველი კვარტლის მონაცემებით, Berkshire Hathaway-ის წმინდა ზარალმა 50 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

კონგლომერატს 11%-იანი წილი ჰქონდა Delta Air Lines-ში, 10% - American Airlines-ში, 10%-იანი - Southwest Airlines-ში და 9%-იანი - United Airlines-ში.

აღსანიშნავია, რომ Berkshire Hathaway საავიაციო ინდუსტრიაში ინვესტირებით 2016 წელს დაინტერესდა. CCN-ი აღნიშნავს, რომ კოროვირუსული პანდემიის შედეგად აშშ-ს საავიაციო სექტორი თითქმის დაიშალა.