მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„უქმეების“ ეფექტია, რომ ინფიცირების ნახტომისებური მატება არ გვაქვს - თამარ გაბუნია

609a3f2aa815f
ვიქტორია მღებრიშვილი
11.05.21 12:32
632
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ქვეყანაში ინფექციის გავრცელების მიზნით სახელმწიფოს მიერ აღდგომის შემდეგ 4-დან 12 მაისის ჩათვლით დაწესებულ უქმე დღეების ეფექტს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ამის გარეშე ქვეყანაში ინფიცირებულთა მაჩვენებელი მკვეთრად გაიზრდებოდა. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„უქმეების ეფექტია, რომ ჩვენ შემთხვევების ნახტომისებული მატება არ გვაქვს, იმის მიუხედავად, რომ ბოლო პერიოდში შემთხვევების რაოდენობა 1000-დან 1500-მდე იყო. კარგია, რომ ნახტომისებური მატება არ გვაქვს და ეს ცალსახად იმ მობილობის შეზღუდვის ღონისძიებების შედეგია, რაც ბოლო პერიოდში გატარდა“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.