მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ბრენდი, რომელიც პროდუქტს ბრიტანეთსა და ჩეხეთში ყიდის – Benjy's

60f4001843632
მარიამ იზორია
18.07.21 16:22
2936
Benjy's ქართული ხილის ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ბრენდია, რომელიც ბაზარზე სულ რამდენიმე წელია, რაც ოპერირებს. პროდუქტი საქართველოს გარდა დიდ ბრიტანეთსა და ჩეხეთში იყიდება.

საინტერესოა, რომ კომპანიამ ალკოჰოლური სასმელი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სასმელების კონკურსში „IWSC international wine and spirits competition“-ში წარადგინა და 86 ქვეყანასა და 4 000-ზე მეტ სასმელს შორის გაიმარჯვა.

„Benjy’s“-ის სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე bm.ge-სთან კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა ისაუბრა.

„კომპანიამ მონაწილეობა სხვადასხვა გამოფენებზე მიიღო, მაგალითად ჩინეთიდანაც ოქროს მედლები წამოვიღეთ, რაც შეეხება ლონდონში გამართულ კონკურსში გამარჯვებას, ეს დიდი წარმატებაა, რადგან ძალიან ბევრ ქვეყანასა და სასმელს შორის ჩვენი პროდუქტი გამოარჩიეს, ამ მცირე პერიოდში Benjy’s-ის ალკოჰოლური სასმელები საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს, ადგილობრივი ბაზრის გარდა, პროდუქციის რეალიზებას დიდ ბრიტანეთსა და ჩეხეთში ვახდენთ, ამ ეტაპისთვის მოლაპარაკებებს ისრაელთან და ევროკავშირის ქვეყნებთანაც ვაწარმოებთ“ - აღნიშნავს სალომე ალანია.

ინფორმაციისთვის, „Benjy’s“ საწარმო ნატახტარში მდებარეობს და 57 ადამიანს ასაქმებს, კომპანიისთვის დამფუძნებლებმა საწყისად $200 000-ის მოცულობის ინვესტიცია განახორციელეს, სხვადასხვა ხილის, მათ შორის, ვაშლის, ატმის, ფეიხოას, ქლიავის, ალკოჰოლური სასმელების გარდა ქართული ბრენდი შოკოლადსაც აწარმოებს.