მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

USAID: ხშირად მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საქართველოში საკრედიტო პირობები უფრო მკაცრია

5e43f7f7735ce
სალომე მეცხვარიშვილი
12.02.20 17:53
1343
“მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საქართველოში მთავარი პრობლემა ფინანსებთან ხელმისაწვდომობაა”,- ამის შესახებ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში მსხვილი ბიზნესისთვის დაფინანსების უფრო მეტი წყაროებია და მათ სესხებსაც უკეთეს პირობებში აძლევენ.

“მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საქართველოში მთავარი პრობლემა ფინანსებთან ხელმისაწვდომობაა. ამ კუთხით რამდენიმე საკითხის გამოყოფა შეიძლება. მაგალითად, მსხვილი ბიზნესისთვის კრედიტების უფრო ფართო სპექტრია ხელმისაწვდომი, ვიდრე მცირე და საშუალო კომპანიებისთვის. ასევე ხშირად საკრედიტო პირობები უფრო მკაცრია მათთვის, საპროცენტო განაკვეთები მაღალია, ვადები და სესხის უზრუნველყოფის პირობები უფრო მძიმეა. მნიშვნელოვანია ამაზე მუშაობა გაგრძელდეს და შემუშავდეს ისეტი პირობები, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესს განვითარების საშუალებას მისცემს”,- აცხადებს პიტერ ვიბლერი.