მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უვადო „მწვანე პასპორტზე“ ახალი მინისტრი საბჭოსთან ერთად იმსჯელებს - ტიკარაძე

61c85300d9a41
თელარა გელანტია
26.12.21 15:32
556
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, covid-გადატანილებისთვის „მწვანე პასპორტის“ უვადოდ მინიჭების საკითხზე ჯანდაცვის ახალი მინისტრი უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან ერთად იმსჯელებს. ასე უპასუხა მან მედიის შესაბამის კითხვას.

„ის <ახალი მინისტრი> გაითვალისწინებს იმ რეკომენდაციებს, რომელსაც მისცემენ როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები. დაველოდოთ საბჭოს გადაწყვეტილებას.

იმ შემთხვევაში, თუ მე ჩართული ვიქნები, როგორც ექსპერტი, ექსპერტების ჯგუფთან ერთად ერთობლივად მივიღებ გადაწყვეტილებას და გავცემ რეკომენდაციას“, -განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.