მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გლობალ ბენეფიტს ჯორჯია - 2021 წლის საუკეთესო სადაზღვევო კომპანიად დასახელდა

611d07e2504cc
BM.GE
18.08.21 16:40
1557
Global Banking & Finance Review-ის დაჯილდოებაში გლობალ ბენეფიტს ჯორჯიამ 4 ნომინაციაში გაიმარჯვა:

• 2021 წლის საუკეთესო სადაზღვევო კომპანია
• დაზღვეულ მომხმარებელთა კმაყოფილება
• ჯანმრთელობის დაზღვევის საუკეთესო პროდუქტი (Global Protector)
• საუკეთესო სადაზღვევო კომპანია სოციალური მედია ჩართულობის კუთხით

2011 წლიდან დიდი ბრიტანეთის გამოცემა Global Banking & Finance Review აფასებს მსოფლიო ფინანსურ და მომიჯნავე სექტორებში მოღვაწე მოწინავე კომპანიების ინოვაციურ, პროგრესულ და მნიშვნელოვან ცვლილებებს.

„Global Banking & Finance Review-ს შეფასებები და აღიარება გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას მიმართ არის კიდევ უფრო დიდი სტიმული და დაფასება იმ დიდი შრომისა, რასაც ვდებთ თითოეულ დაზღვეულთან ურთიერთობაში. ჩვენ ვაგრძელებთ ხარისხისა და სერვისების უმაღლესი სტანდარტების დანერგვას როგორც ჯანმრთელობის, ასევე ბიზნეს და ავტო დაზღვევის სფეროში.

ჩვენმა ერთ-ერთმა ინოვაციურმა დაზღვევა - Global Protector-მა მიიღო ჯანმრთელობის დაზღვევის საუკეთესო პროდუქტის ჯილდო. ეს არის საქართველოსთვის უნიკალური პროდუქტი, იგი ფარავს მკურნალობის ხარჯებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებულ ლიცენზირებულ კლინიკებში“ - განაცხადა გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარის მოადგილემ ნინო კობახიძემ.

„გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ წამყვანი საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფის - Global Benefits Group (GBG)-ის ექსკლუზიური რეგიონალური წარმომადგენელია და საქართველოში 2017 წლიდან ოპერირებს. რაც კომპანიას წვდომას აძლევს 37-წლიან საერთაშორისო გამოცდილებასა და წამყვან სამედიცინო დაწესებულებათა გლობალურ ქსელთან. კომპანია ახორციელებს სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ბიზნესის, ქონებრივი და მასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევას. პროდუქტებისა და მომსახურეობის შექმნისას კომპანია ინდივიდუალური მიდგომის პრიციპით ხელმძღვანელობს. რადგან ორგანიზაციისა და პიროვნების რისკები უნიკალურია, მხოლოდ ყველა რისკის საფუძვლიანი ანალიზის შედეგად იქმნება საჭიროებებზე იდეალურად მისადაგებული სადაზღვევო გეგმა.

(R)