მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია - სუს-ი

5e070f26546af
ინგა მურუსიძე
28.12.19 12:15
1106
ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, -   ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მას შემდეგ,  რაც საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს უკანონო პატიმრობა შეუფარდა, მიმდინარეობდა მოლაპარაკებები საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით და აქტიური მონაწილეობით.

ანთაძის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი ამ წუთებში გორის პოლიციაში იმყოფება, სადაც ის სამართალდამცველებს უკანონო პატიმრობის შესახებ ინფორმაციას აწვდის.

შეგახსენებთ, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო რეჟიმს თითქმის 2 თვე ჰყავდა პატიმრობაში და ის ახლა თავისუფალია.