მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაკეში 23 სკვერის მოწყობა-განახლებაზე 3 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი

5f9a7376ef4f8
BM.GE
29.10.20 11:45
1300
თბილისის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, ვაკის რაიონს, სულ, 23 სკვერი შეემატება. მათ შორის, ცხრა მისამართზე პროექტების განხორციელება მიმდინარეობს.

აღნიშნულ სკვერებში, სულ, 2 000-მდე ხე-მცენარე დაირგო, კეთილმოეწყო ბავშვთა-გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონები, დამონტაჟდა სხვა შესაბამისი ურბანული ავეჯი, მოეწყო განათების და სარწყავი ქსელები, რამდენიმე მისამართზე მოიხატა კედლები.

“გამწვანება და კეთილმოწყობილი სივრცეების შექმნა - ჩვენი პრიორიტეტია, ამიტომ წლიდან წლამდე მეტი შესაბამისი პროექტის განხორციელებას ვცდილობთ. წელს, ვაკის რაიონის მასშტაბით, სკვერების პროექტების დაგეგმვა 20-ზე მეტ მისამართზე მოვახერხეთ. რეაბილიტირდა და მოეწყო, როგორც მცირე ზომის სივრცეები, ასევე, შედარებით დიდი ზომის სკვერები, სადაც განსაზღვრულია საბავშვო ზონები და დასასვენებელი სივრცეები უფროსებისთვის. სკვერები გალამაზებულია მხატვრების ნამუშევრებით და სხვადასხვა მცენარით. ახალი ინფრასტრუქტურით ადგილობრივი მოსახლეობაც აქტიურად სარგებლობს და იმედი გვაქვს, ასეთივე მონდომებით გაუფრთხილდება ამ სივრცეებს”, - განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა დავით კვინიკაძემ.

მერიის ცნობით, სულ, 23 სკვერის მოწყობა-განახლებაზე 3 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. 12 დასასვენებელი სივრცე სრულიად ახალი, 11 კი - რეაბილიტირებული იქნება.