მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვანო მაჭავარიანი და კობა გვენეტაძე სსფ-ის ახალ დირექტორს შეხვდნენ - რაზე ისაუბრეს მხარეებმა

5fb6762b58922
BM.GE
19.11.20 17:36
528
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი აღმასრულებელი დირექტორის პოლ ჰილბერსის თქმით, საქართველოში სავალუტო ფონდის მისიის დონეზე მიღწეულ შეთანხმებას სსფ-ს ხელმძღვანელობა და აღმასრულებელი საბჭო დეკემბერში განიხილავს და დამტკიცების შემდეგ საქართველოსთვის დამატებით ხელმისაწვდომი დაახლოებით, 112.1 მილიონი აშშ დოლარი გახდება. ამის შესახებ განცხადება მან ფინანსთა მინისტრთან და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ვირტუალური შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას ფინანსთა სამინსიტრო ავრცლებს.

პრესრელიზის მიხედვით, მხარეებმა კიდევ ერთხელ განიხილეს „დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის“ მეშვიდე მიმოხილვის ფარგლებში ფონდის შემფასებელ მისიასთან შეთანხმებული საკითხები.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მიმდინარე პერიოდში, ასევე, 2021 წელს ქვეყნის მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის საკითხებზე.

ფინანსთა მინისტრმა სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორს კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის და წარმატება უსურვა ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე მუშაობის პერიოდში.

ხაზი გაესვა იმ ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობას, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გაუწია საქართველოს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.