მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაქცინაციის ⅔ მეორე დოზებზე მოდის, ბოლო 24 საათში პირველი დოზით მხოლოდ 2,000 მოქალაქე აიცრა

61485146ad9c7
შოთა ტყეშელაშვილი
20.09.21 13:16
873
ბოლო 24 საათში საქართველოში სულ 7,720 აცრა ჩატარდა. NCDC-ის სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქვეყანაში ამჟამად აცრების ⅔ მეორე დოზებზე მოდის, ხოლო პირველი დოზები კი მკვეთრად შემცირებულია და პირველ დოზაზე მხოლოდ 2,186 ადამიანი აიცრა.

საქართველოში COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. მას შემდეგ ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზით აიცრა 947,477 ადამიანი, ხოლო 707,563 ადამიანი კი ორჯერადად არის აცრილი. დღემდე ქვეყანაში 1,655,040 დოზა ვაქცინა არის ჩატარებული.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოს მთლიანი მოსახლეობა 3,728,600-ია, მათ შორის ზრდასრულების რაოდენობაა 2,861,000 ადამიანი, საიდანაც 60%-ის აცრა 1,716,600 მოქალაქის ვაქცინაციას ნიშნავს. 20 სექტემბრის ჩათვლით ზრდასრული მოსახლეობის 33.1% არის ერთხელ მაინც აცრილი, ხოლო ორჯერადად აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 24.7%.