მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიცე-პრემიერი 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვაზე: ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონსულტაციები

5d8a03155ba6c
თელარა გელანტია
24.09.19 17:30
858
საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ყველა საჯარო სტრუქტურის მონაწილეობით მიმდინარეობს მომავალი წლის ბიუჯეტზე მუშაობა და პირველადი პროექტი პარლამენტს 1 ოქტომბრამდე წარედგინება.

ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

„წელს უპრეცედენტოდ მაღალი ბიუჯეტი გვაქვს და შესაბამისად, უპრეცედენტოდ ბევრია შერულებული პროექტების რაოდენობაც. მუნიციპალიტეტებში კვლავ არსებობს ძალიან ბევრი საჭიროება და პირველ რიგში ეს საბაზისო ინფრასტრუქტურას ეხება. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა სხვადასხვა მიმართულებით, ესაა - საერთაშორისო მაგისტრალები, ტურისტული ინფრასტრუქტურა და ბევრი სხვა, რაც ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენას და განვითარებას უწყობს ხელს. ამ პროექტებისთვის საჭიროა მეტი ფინანსები, ამიტომაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონსულტაციები ფინანსთა სამინისტროსთან ყველა სტრუქტურის მონაწილეობით, რათა დავადგინოთ ვის რისი შესაძლებლობა გვექნება მომავალ წელს,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.