მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიმედოვნებთ, წლევანდელი სეზონი უფრო აქტიური იქნება, ვიდრე 2020 იყო - „ესკიზი თელავი“

60e0513159866
BM.GE
03.07.21 18:30
995
ახალი თაობის ბუტიკ-კონცეპტუალური ქართული სასტუმროსა და ღვინის მარანის - „ესკიზი თელავის“ დამფუძნებელი ნუკი თორაძე bm.ge-ისთან 2021 წლის ტურისტული სეზონის მოლოდინებზე საუბრობს.

მისი თქმით, სასტუმროში ჯავშნები აქტიურად შემოსდით, თუმცა ვარაუდობს, რომ წარმატებულ ნიშნულზე დაბრუნებას, მინიმუმ ერთი წელი მაინც დასჭირდება.

„ვიმედოვნებთ, 2021 წლის ტურისტული სეზონი უფრო აქტიური იქნება, ვიდრე 2020 იყო. „ესკიზი თელავი“ ახლაც აქტიურად იჯავშნება. დამსვენებლებს შორის, ძირითადად, ქართველები არიან, თუმცა უცხოელმა ტურისტებმაც იმატეს. ამის მიუხედავად, ვფიქრობთ, მინიმუმ ერთი წელი მაინც დაგვჭირდება, რომ წარმატებულ ნიშნულზე გავიდეთ“, - აცხადებს ნუკი თორაძე.

ცნობისთვის: სასტუმრო „ესკიზი“ თელავში 2020 წლის ივლისიდან მუშაობს. 57 კონცეპტუალურ ოთახს, 2 რესტორანს, საკონფერენციო დარბაზს, ბიბლიოთეკას, ღია აუზსა და ქართული ელემენტებით აღჭურვილ ღვინის მარანს აერთიანებს. სამომავლოდ სასტუმროს სპა, შიდა აუზი და ლაუნჯი დაემატება.