მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ არიან 2021 წლის უმდიდრესი ქალები

6018ebb6d05df
თათია კაკიაშვილი
07.02.21 00:00
1420

ბოლოდროინდელი აღწერის თანახმად, გლობალური მილიარდერების 11,9% ქალია. ამ მონაცემებს Forbes–ი ადასტურებს, ხოლო Visual Capitalist გვთავაზობს მსოფლიოს 50 უმდიდრესი ქალის ქონებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი ფრანსუაზა ბეტენკურ მეიერსია, რომელიც საფრანგეთის ჰიგიენის ბრენდის L’Oréal-ის 33%-იან აქციებს ფლობს. ფრანსუაზა L’Oréal-ის დამფუძნებლის შვილიშვილია. საგულისხმოა, რომ ბეტენკურ მეიერსების ოჯახი საქველმოქმედო აქტივობებით გამოირჩევა - მაგალითად, ოჯახმა 2019 წლის აპრილში ხანძრის შედეგად დაზარალებული Notre Dame-ის საკათედრო ტაძრის რესტავრირებისთვის 226 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.

მას ელის უოლტონი მოჰყვება, Walmart-ის იმპერიიდან, რომელიც ასევე მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ოჯახია. ელის უოლტონი ძმებთან ერთად კომპანიის წილის 50%-ზე მეტს ფლობს, ეს კი საკმაოდ დიდი თანხა გამოდის, იმის გათვალისწინებით, რომ Walmart–მა 2020 წლის ფისკალურ წელს 524 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.

მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ქალებს შორის სხვა ოჯახებიც გვხვდება - მაგალითად, ჟაკლინ მარსი და მისი ოთხი შვილიშვილი, რომლებიც Mars Incorporated-ის მემკვიდრეები არიან.

სიაში შემდეგია ჯეფ ბეზოსის ყოფილი მეუღლე მაკკენზი სკოტი, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა Amazon-ის ელექტრონული კომერციის გიგანტად გადაქცევის პირველივე დღეებიდან - მაკკენზი მონაწილეობდა როგორც კომპანიის საბუღალტრო აღრიცხვებში, ასევე Amazon-ის პირველი სატვირთო კონტრაქტის მოლაპარაკების საკითხებში. ხოლო ჯეფ ბეზოსთან გახმაურებული განქორწინებით, მან მოიპოვა Amazon–ის აქციების 4%. ამ აქციების საერთო ღირებულება კი 38,3 მილიარდი დოლარია - თანხა, რომელმაც მაკკენზი სკოტს ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის სტატუსი მოუტანა. მიღებული თანხიდან, 2020 წელს მან 4.8 მილიარდი დოლარი გაიღო ისეთი მიზნების მისაღწევად, როგორებიცაა კლიმატის ცვლილება და რასობრივი თანასწორობა.

იანგ ჰუიანი კი აზიის უმდიდრესი ქალი გახდა მას შემდეგ, რაც 70%-იანი წილი ქონების განვითარების კომპანია Country Garden Holdings-ში მემკვიდრეობით ერგო. კომპანია 2007 წელს გამოჩნდა და პირველადი შეთავაზებით (IPO) 1,6 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. საგულისხმოა, რომ პანდემიის დროს წინა ხაზის ჯანდაცვის მუშაკების დასახმარებლად, Country Garden Holdings–მა შექმნა რობოტული, ავტომატიზირებული ბუფეტის სადგურები, რომლებიც ჩინეთში სამედიცინო პერსონალს დღემდე უსაფრთხოდ ემსახურება.

ამგვარად, შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ მილიარდერი ქალები, სიმცირის მიუხედავად, მსოფლიოში მაინც ქმნიან დიდ სიმდიდრეს და, რამდენადაც ბევრ მილიარდერ ქალს გამდიდრებისთვის წილად მემკვიდრეობა ერგო, მათი დიდი ნაწილი სულ უფრო მეტად ცდილობს, ხელი შეუწყოს ისეთი საქველმოქმედო მიზნების განხორცილებას, საიდანაც საკუთარი ფულის გამოყენებით გავლენას კიდევ უფრო მეტად გაიძლიერებენ. რაც შეეხება მსოფლიოში უმდიდრესი ქალების გეოგრაფიულ განაწილებას, მათი უმეტესობა აშშ-დან, ჩინეთიდან, გერმანიიდან და ჩილედანაა.