მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ არის ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომელმაც StopCov ფონდს 1.2 მლნ შესწირა?

5e9487db6b660
შოთა ტყეშელაშვილი
13.04.20 19:42
14339
დღეს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ, მთავრობის მიერ შექმნილ საქველმოქმედო ფონდ StopCov-ში შემოწირულობების სახით კიდევ 2,5 მილიონი ლარი ჩაირიცხა. მათ შორის 1.2 მილიონი ლარის შემოწირულობა განახორციელა საბერძნეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა.

დავით ხიდაშელი სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების მწარმოებელი ბერძნული კომპანია INTRACOM S.A. TELECOM SOLUTIONS-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა. INTRACOM-ი სხვადასხვა სახეობის რადიო მოწყობილობების რეალიზაციით არის დაკავებული, მათ შორის ტელეკომ მიმღებები, სერვერები, 4G გადამცემები და სხვა.

კომპანიის აუდიტორული ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს INTRACOM-ის შემოსავალი - 136.6 მილიონი ევრო, წმინდა მოგება კი, 1.7 მილიონი ევრო იყო.

INTRACOM-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიის მიხედვთ, დავით ხიდაშელი 1998-1999 წლებში დსთ-ის ქვეყნებში ფრანგული Castel Group-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იყო, ხოლო 2007-2014 წლებში კი, რუსეთის ერთ-ერთი მსხვილი კორპორაციის АФК “Система”-ს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის და ინოვაციების დარგში ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა.

ცნობისთვის: 13 აპრილის 18:00 საათის მდგომარეობით, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ StopCoV ფონდში 128 მილიონი ლარია მობილიზებული.