19.სექტემბერი .2020 11:09

ვინ, სად დაინფიცირდა?- კორონავირუსის ეპიდ-რუკა

views 783
უკან

დღეს საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი 3306-მდე გაიზარდა.

როგორც „ინფექციური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია აცხადებს, ყველაზე მეტი დადასტურებული შემთხვევა კვლავ აჭარაში ფიქსირდება.

„ 116 არის აჭარა, 30 თბილისი, 15 იმერეთი, სამგრელო-ზემო სვანეთი 11, გურია 4, კახეთი 3, შიდა ქართლი 3, ქვემო ქართლი 2, მცხეთა-მთიანეთი 2 და სამცხე- ჯავახეთი 1“-აცხადებს ეზუგბაია.

მისი თქმით, კოვიდ ცენტრებსა და სასტუმრო ჰოსპიტლებში მკურნალობას გადის 1798 პაციენტი.

"აქედან კრიტიკული გახლავთ 14 პაციენტის მდგომარეობა, მძიმეთა სიაში კი 70-ზე მეტი ადამიანია. დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა"-აცხადებს ეზუგბაია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა