მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის და რატომ უნდა ანდოთ თქვენი ბიზნესი? (R)

61482d4f402e3
ვიქტორია მღებრიშვილი
20.09.21 10:59
1095
თუ ერთხელ მაინც დაფიქრებულხართ რა ინსტრუმენტით იქმნება წარმატება, მაშინ 21-ე საუკუნის უმნიშვნელოვანეს, სტრატეგიულ ინსტრუმენტს - PR-ს და მის მრავალფუნქციურ სამყაროს უნდა გაეცნოთ, რომლის საფუძვლებიც ანტიკური ხანიდან მოდის. PR-ის განსაზღვრების 500-მდე ფორმულირება არსებობს. ის ერგება ყველაფერს, საჭიროა ყველასთვის და დღეს როცა თვითდამკვირდება და პოზიციონირება წარმატების საწინდარია, ნებისმიერი სფეროს ადამიანისთვის მნიშვნელოვანია ზუსტად იცოდეს, თუ როგორ მართოს საკუთარი მიზნები PR-ულად.

PR სტრუქტურასა და მის შესაძლებლობებზე კომპანია „ქოლგას“ მფლობელი, PR ექპერტი ანა ჩანგიანი და მისი გუნდი საუბრობს.

- რა არის PR და რა მიზნობრიობას ემსახურება ის?

- PR-ის განსაზღვრება მოიცავს შემდეგ სიტყვებს: სიმართლე, სრული ინფორმაცია და ჰარმონია. მისი მნიშვნელობა საზოგადოებისათვის ძალიან დიდია.

ედუარდ ბერნეისი PR-ის ერთ-ერთი პირველი პროფესიონალი, მის შესახებ ასეთ განმარტებას იძლევა: ეს არის ექსპერტი, რომელიც საზოგადოებასთან აწარმოებს კონსულტაციებს.

PR ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო მომსახურებაა დღეს, როგორც უკვე აღვნიშნე, უამრავ მიმართულებას მოიცავს და თითოეული მათგანი ძალზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ერთი სრულყოფილი ხაზის შესაქმნელად.

მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ PR საქართველოში განვითარების ეტაპზეა, პირადად მე ვიზიარებ, რადგან ამ სფეროში ჩემი 9-წლიანი პრაქტიკისა და 30-ზე მეტ კომპანიასთან თანამშრომლობის საფუძველზე, ხშირ შემთხვევაში ვაწყდებოდი პრობლემას, რომელიც მდგომარეობდა იმაში, რომ დღეს საზოგადოების დიდი ნაწილი, PR-სა და მარკეტინგს ერთმანეთთან აიგივებს, ან თვლის, რომ ორივე მიმართულება მარტივად შეიძლება მართოს PR სპეციალისტმა, ან PR არის სოციალური ქსელების მართვა, ან ეს არის ტელეეთერებში გასული სიუჟეტები და უამრავი მსგავსი. კითხვაზე კი - რა არის PR, გეტყვით, რომ:

PR არის საზოგადოებასთან კომუნიკაცია, რომლის მთავარი მიზანი ცნობადობისა და იმიჯის შექმნა ანუ შთაბეჭდილების მოხდენაა.

რა ქმნის იმიჯს?

ცნობადობა და ნდობა.

სწორედ ეს არის PR-ის სტრუქტურა და სწორედ ამ სტრუქტურისთვის საჭირო ყველა მომსახურებას კომპანია „ქოლგას“ გუნდი უზრუნველყოფს.

- "ქოლგას" და თქვენი გუნდის შესახებ რომ გვესაუბროთ, რას სთავაზობთ ბიზნესს და მათ მმართველებს?

ბრენდინგისა და კონსალტინგის კომპანია „ქოლგა“, ბაზარზე არც თუ დიდი ხნის წინ გამოჩნდა და მისი შექმნის მიზანი სწორედ იმ საჭიროებების მიხედვით განისაზღვრა, რის წინაშეც დღეს ბიზნესსექტორი დგას.

დამკვეთის მომსახურებისა თუ პროდუქციის პოპულარიზაციისა და ცნობადობის კოეფიციენტის ამაღლების მიზნით, ინდივიდუალურ, სამიზნე აუდიტორიაზე მორგებულ PR სტრატეგიას და მისთვის შესაბამის მომსახურებებს ჩვენ ვქმნით.

„ქოლგას“ მმართველი გუნდი სამი სხვადასხვა შესაძლებლობის, უნარებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებისგან შედგება:
მისი დამფუძნებელი და PR სპეციალისტია ანა ჩანგიანი; PR საინფორმაციო და საკომუნიკაციო მიმართულების ხელმძღვანელია ელენე კორკოტაშვილი; კომპანიის კრეატიულ მიმართულებას კი ანა სურგულაძე ხელმძღვანელობს.

ჩვენი გუნდი ყველაზე ძლიერი მხარე პროფესიული უნარების, თანამედროვე ტენდენციების გამოყენებისა და ინდივიდუალური მომსახურების გარდა არის 3 საოცრად პოზიტიური და ოპტიმისტი სპეციალისტის შემართება. სწორედ ამ ენერგიით მზად ვართ ვემსახუროთ ჩვენს ძვირფასს დამკვეთებს.



- ელენე, როგორ ხდება თქვენთან დამკვეთთან ურთიერთობის დაწყება?

- პირველ რიგში, დამკვეთთან შეხვედრამდე თავად ვახორციელებთ მის და მისი საქმიანობის შესახებ კვლევას, რის მიხედვითაც მისთვის საჭირო PR მომსახურებების შესახებ სამოქმედო გეგმას ვქმნით და ვაცნობთ დამკვეთს. თანამშრომლობის გაფორმებამდე ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, იმ სუსტ და ძლიერ მხარეებთან დაკავშირებით თანხვედრაა, რის მიხედვითაც სამოქმედო გეგმა უნდა დაიგეგმოს. თუ მომხმარებელი თვლის, რომ ყველაფერი კარგად აქვს და ზუსტ მიზნობრიობას ვერ ხვდება, თუ რაში სჭირდება PR მომსახურება, მაშინ თანამშრომლობა შეუძლებელია.

რაც შეეხება ჩვენს შეთავაზებებსა და PR სამოქმედო მომსახურებებს, ყოველი დამკვეთისთვის ის ინდივიდუალურია და მაქსიმალურად ვცდილობთ იყოს ძალიან მოკლე ვადაში ეფექტური შედეგის მომცემი და ბიუჯეტური. სასურველი შედეგის მისაღებად მინიმუ 3-6 თვემდე ვადაა საჭირო, მაგრამ როგორც წესი, წარმატების ფორმულა როგორც კი ამოქმედდება, ერთი თვის თავზეც ჩანს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის დამკვეთი ჩვენი გუნდის ახალ წევრს და პარტნიორს ნიშნავს, შესაბამისად, არც პროფესიულ და არც ემოციურ რესურსს არ ვიშურებთ, როგორც მისი პერსონალური, ასევე საქმიანობის წარმატებისთვის.

- კრეატივი, ინდივიდუალიზმი და თანამედროვე ტენდენციები, დღეს პრიორიტეტია, ანა ამ ყველაფერს თქვენ ხელძღვანელობთ ?


როდესაც „ქოლგას“ ვქმნიდით, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რაც ჩვენი კომპანიის მთავარი მიზანი უნდა ყოფილიყო, იყო - რა სარგებლობა უნდა მოეტანა „ქოლგას“ დამკვეთებისთვის. ციფრული მარკეტინგი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია დღეს, მას მხოლოდ ტექნიკური უნარებით ვერ გამოიყენებ ეფექტიანად. ის აუცილებლად უნდა მართო ინდივიდუალურად და შემოქმედებითი პროცესით. ერთია რა მოგვწონს ჩვენ, ერთია რა მოსწონს დამკვეთს, მაგრამ სრულიად სხვა არის თუ რა სურს და რას ელოდება აუდიტორია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ იმ კვლევებისა და ანალიზის საფუძველზე ვქმნით იმ კრეტიულ კონტენტს, რომელიც წერტილოვნად პასუხობს დამკვეთის საქმიანობითა თუ პროდუქციით დაინტერესებულ პოტენციურ მომხმარებელს.

- სად არის დღეს „ქოლგა“?

ჩვენ ძალიან პატარები ვართ, თუმცა ჩვენი გამოცდილება 10 წელს ითვლის, დღემდე ვაკვირდებით საქართველოში არსებულ ბიზნესსფეროს და დღითიდღე ვრწმუნდებით, რომ PR მომსახურებას თავისი მიზნობრიობების შესახებ პოპულარიზაცია და საზოგადოებაში მის შესახებ წერტილოვანი ინფორმაციის მიწოდება სჭირდება. იმის გარდა, რომ 4 თვის მანძილზე, კომპანია 10-ზე მეტი კონტრაქტორი ჰყავს და ჩვენი მომსახურებების შესახებ ინტერესი დიდია, ყოველდღიურად ვზრუნავთ დამკვეთისთვის საინტერესოზე მეტად სასარგებლო პროდუქტების შექმნაზე, რაც მათი პოპულარიზაციისა და ნდობის კოეფიციენტის ამაღლებას შეუწყობს ხელს. როცა გიცნობენ და გენდობიან, მაშინ ყველა კარის გასაღები შენს ხელშია.