Visa-მ ემიტენტ ბანკებსა და სავაჭრო ობიექტებს აცნობა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში ვადაგასული ბარათებით ოპერაციების განხორციელების შესახებ, რათა საქართველოში Visa ბარათის მფლობელებმა შეუფერხებელად გამოიყენონ თავიანთი ბარათები გადახდების განსახორციელებლად.
ამ პერიოდის განმავლობაში Visa მოუწოდებს ემიტენტ ბანკებს, არ უარყონ ვადაგასული ბარათების ტრანზაქციები და გადაამოწმონ, არის თუ არა მათი პროცესინგის მხარეს ყველა საჭირო პარამეტრი გაწერილი, რათა მოხდეს ვადაგასული ბარათების ტრანზაქციების ავტორიზება.
თუ ემიტენტ ბანკში ჰოსტი ხელმისაწვდომია, ტრანზაქციის ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ანგარიშზე არსებული ხელმისაწვდომ თანხაზე დაყრდნობით. თუ ჰოსტი მიუწვდომელია, Visa-ს შეუძლია ემიტენტი ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, ცვლილებები შეიტანოს საგადახდო სისტემის პარამეტრებში, რათა გააუქმოს ბარათის ამოწურვის ვადის გადამოწმების ფუნქცია. ვადაგადაცილებული Visa-ბარათების მფლობელები უნდა დაუკავშირდნენ თავიანთ ბანკებს, რათა გადაამოწმონ საკუთარი ბარათებით ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობა.
„ჩვენ ვითვალისწინებთ იმ გამოწვევებს, რომლებიც მიმდინარე პერიოდში ბანკების მიერ ბარათების განახლებასთან და მომხმარებლისთვის მიწოდებასთან არის დაკავშორებული. აქედან გამომდინარე, გვინდა შევახსენოთ ჩვენ პარტნიორ ბანკებს ვადაგასული ბარათების ავტორიზაციის პროცედურების შესახებ. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა უზრუნველვყოთ ვადაგასული ბარათების ტრანზაქციების მხარდაჭერა, სწორედ ამიტომ რეკომენდაციას ვაძლევთ ბანკებს მოახდინონ კონფიგურაციების მოდიფიცირება. ეს ნაბიჯი საშუალებას გვაძლევს დავეხმაროთ ბანკებს შეამსუბუქონ დატვირთვა ახალი ბარათების დაბეჭდვასა და დისტრიბუციაზე, ხოლო მომხმარებლებს ვაძლევთ საშუალებას განაგრძონ უსაფრთხო და მოსახერხებელი გადახდების განხორციელება Visa ბარათების მეშვეობით.
ჩვენ ვმუშაობთ ბანკებთან ერთად და მზად ვართ გავუწიოთ მათ ყველა სახის კონსულტაცია საკითხის გადასაჭრელად“ - განაცხადა კრისტინა დოროშმა, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი