28.აპრილი .2020 18:15

ვისგან რამდენ სწრაფ ტესტს ყიდულობს საქართველო - სტატისტიკა

views 1399
უკან

ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა საჯარო ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ COVID-19-ის რამდენი ტესტი შეიძინა უწყებამ, რამდენი ტესტი მიიღო საჩუქრად კერძო ორგანიზაციებიდან და რამდენი ტესტის შემოტანაზე მიეცათ ნებართვა ქვეყანაში მოქმედ კერძო კლინიკებს. აღნიშნულის შესახებ სამინისტროს მიერ დეპუტატ სალომე სამადაშვილისთვის გაგზავნილ საჯარო ინფორმაციაში არის საუბარი.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც სამინისტროს პასუხში არის საუბარი, ჩინურ კომპანია Bioeasy-სთან ჩაშლილი ხელშეკრულებაა, რომლის ფარგლებშიც 215,000 ტესტის შესყიდვა იგეგმებოდა, თუმცა იმის გამო, რომ ეს ტესტები უხარისხო აღმოჩნდა, ეს შესყიდვა არ განხორციელდა.

215,000 ტესტი, რომელიც უხარისხო აღმოჩნდა და მას აღარ ყიდულობენ:

“ექსპერტების რეკომენდაციით, სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა ელ. ფოსტის მეშვეობით მიმართა კომპანია „ბიოიზს“ სწრაფი ტესტების შესყიდვასთან დაკავშირებით. აღნიშნულ კომპანიასთან მოლაპარაკების პარალელურად, კომპანიის სანდოობის საკითხის გადამოწმება ეთხოვა საქართველოს ელჩს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. ელჩისგან მიღებული ინფორმაციით, კომპანია „ბიოიზიც“ იყო ჩინეთის კომერციის სამინისტროს მიერ მიწოდებული კომპანიების სიაში, რომლებიც სარგებლობენ ნდობითა და მაღალი რეპუტაციით.

ამასთან, აღნიშნულ კომპანიას გააჩნდა ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც საჭირო იყო პროდუქციის ექსპორტისთვის. კომპანიასთან ინტენსიური მოლაპარაკების შედეგად, 21 მარტს მოხდა შეთანხმება ტესტების მოწოდების გრაფიკზე.

მხარეთა შორის შეთანხმება გაფორმდა 23 მარტს, ჯამში 215 000 ტესტის შესყიდვაზე (ერთეულის ღირებულება 5.5 დოლარი):

- 2019-Novel CoronaVirus (2019-nCov) IgG/IgM GICA Rapid Test – 4000 ტესტი (ანტისხეულზე დამყარებული ტესტები);
- Novel CoronaVirus (2019-nCov) Ag GICA Rapid Test – 211 000 ტესტი (ანტიგენზე დამყარებული ტესტები).

25 მარტს სამინისტროს დაუკავშირდა კომპანიის წარმომადგენელი და აცნობა, რომ იმავე დღეს ჩატარდა ტესტების ხარისხის კონტროლი და ანტიგენის ტესტის (Novel CoronaVirus (2019-nCov) Ag GICA Rapid Test) მგრძნობელობა საკმარისი არ აღმოჩნდა, რის შედეგადაც კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება საკუთარი პროდუქციის უკან გაწვევის თაობაზე. შესაბამისად, ზემოხსენებული 2000 ტესტი, რომლებსაც იმ მომენტისთვის ჯერ არ ჰქონდა გავლილი საბაჟო პროცედურები, უკან დაუბრუნდა მომწოდებელს. ანტიგენის 1000 ტესტი ჩანაცვლდა 2000 ცალი სხვა ტიპის ანტიგენის ტესტით (Bioeasy 2019-Novel Coronavirus (2019-nCoV) Antigen Rapid Test Kit (Fluorescence Immunochromatographic Assay)), რომლის შედეგიც ანალიზატორის მეშვეობით მოწმდება. რაც შეეხება ანტისხეულის განმსაზღვრელ ტესტებს, ისინი სამინისტრომ მიიღო სრული მოცულობით (4000 ცალი).

ხელშეკრულება Beijing Savant Biotechnology Co-სთან 2000 ტესტის შეძენაზე: 

ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან და „ბიოიზთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ანულირებიდან გამომდინარე, სამინისტრო 25 მარტს დაუკავშირდა ანტიგენის მწარმოებელ სხვა ჩინურ კომპანიას - Beijing Savant Biotechnology Co., Ltd.

აღნიშნული კომპანიის სანდოობა ასევე გადამოწმდა ჩინეთში საქართველოს ელჩის მიერ და კომპანიის საქმიანი რეპუტაცია დადებითად შეფასდა. ესპანეთში ანტიგენის სწრაფ ტესტთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აღნიშნულმა კომპანიამ პირველ ეტაპზე უსასყიდლოდ მოგვაწოდა 2000 ცალი ანტიგენის ტესტი New Coronavirus (SARS-CoV-2) N Protein Detection Kit (Fluorescence Immunochromatography), რათა დადგინდეს რამდენად მისაღები იქნება მათ მიერ წარმოებული ტესტები საქართველოსთვის.

ტესტების შესყიდვა Sansure Biotech-ისა და Shanghai Fosun Long March Medical Science-ისგან გან:

ამას გარდა, მოლაპარაკება შედგა კორონავირუსის სადიაგნოსტიკო ტესტების მწარმოებელ ჩინურ კომპანიებთან (Sansure Biotech Inc; Shanghai Fosun Long March Medical Science Co., Ltd.) 40 000 PCR ტესტისა და 40 000 ექსტრაქციის ნაკრების შესყიდვასთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოში 28 აპრილს იქნება.

აღნიშნულ კომპანიებთან დაკავშირება მოხდა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს დახმარებით. 3 აპრილს ჩინეთის საელჩოს მიერ სამინისტროს უსასყიდლოდ გადმოეცა კომპანია Sansure Biotech Inc.-ის მიერ წარმოებული 1008 PCR ტესტი, რომელიც მოწონებულ იქნა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დიდი რაოდენობით შესყიდვაზე.

მოლაპარაკებები სამხრეთ კორეაში 50,000 ტესტის შესყიდვასთან დაკავშირებით:

ჩინეთის გარდა, კორონავირუსის სადიაგნოსტიკო ტესტსისტემების მწარმოებელ კომპანიებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს კორეაშიც. საქართველოს ელჩის მხრიდან სამინისტროსთვის მოწოდებული იქნა კორეის მთავრობის მიერ ავტორიზირებული კომპანიების სია და მათი პროდუქციის ჩამონათვალი.

სსიპ „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ მიერ შერჩეულ იქნა კორეული კომპანია SD Biosensor და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 50 000 ცალი ანტიგენის განმსაზღვრელი ტესტის (09COV30D STANDARD™ Q COVID-19 Ag Test) შეძენის შესახებ. აღნიშნული ტესტების მოწოდება აპრილის ბოლოს იგეგმება.

თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მიერ ნაჩუქარი 25,000 ტესტი:

უკვე საქართველოშია კორეული კომპანიების - OSANG და SolGent მიერ წარმოებული 20 000 PCR ტესტი, რომელთა შესყიდვა მოხდა საქართველოს ბანკის მიერ.

ამასთან, მიმდინარე წლის 15 აპრილს „თიბისი“ ბანკის მიერ სამინისტროს უსასყიდლოდ გადმოეცა ჰოლანდიური კომპანიის Inzek B.V. მიერ წარმოებული ანტისხეულების განმსაზღვრელი 5000 ტესტი. სახელმწიფო შესყიდვითა თუ დონაციის გზით მიღებული სწრაფი ტესტები არაკომერციული მიზნით გადაეცათ ინფექციურ კლინიკებს, სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს“ მედპერსონალის ტესტირებისთვის, ცხელებისა და ახალი კორონავირუსის ინფექციის სამართავად მობილიზებულ კლინიკებს და სხვებს.

კერძო ლაბორატორიების სატესტო საქმიანობები:

რაც შეეხება ტესტების რეგისტრაციას, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2020 წლის 13 მარტს, განცხადებით (N29297) მიმართა შპს ,,გრინ ლაბმა“ კომპანია - Zhejiang Orient Gene Biotech Co., Ltd (ჩინეთი) მიერ წარმოებულ, კორონავირუსის სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების (ერთი პოზიცია - სწრაფი ტესტი - განისაზღვრება სისხლში ანტისხეულები) აღიარებითი რეჟიმით რეგისტრაციის თაობაზე, რომელიც დაშვებულია აღიარებული ქვეყნის ბაზარზე EC.REP Shanghai International Holding Corp. GmbH (Europe) (გერმანია). დარეგისტრირდა 2020 წლის 18 მარტს;

- 2020 წლის 13 მარტი, შპს „ირისე“-ს განცხადება (N29692) კომპანია - Co-Diagnostics, Inc.(აშშ) მიერ წარმოებული, კორონავირუსის სადიაგნოსტიკო ტესტსისტემების (ორი პოზიცია-PCR (qPCR), განისაზღვრება ნაცხში) აღიარებითი რეჟიმით რეგისტრაციის თაობაზე, რომელიც დაშვებულია აღიარებული ქვეყნის ბაზარზე EC.REP -mdi Europa GmbH (გერმანია). დარეგისტრირდა 2020 წლის 18 მარტს;

- 2020 წლის 13 მარტი, შპს „ირისე“-ს განცხადება (N29700) კომპანია - Fast Track Diagnostics Luxembourg S.a.r.l (ლუქსემბურგი) მიერ წარმოებული, კორონავირუსის სადიაგნოსტიკო ტესტსისტემების (ორი პოზიცია- PCR, განისაზღვრება ნაზოფარინგალური ნაცხით 21 პათოგენი, მათ შორის კორონავირუსი) აღიარებითი რეჟიმით რეგისტრაციის თაობაზე, რომელიც დაშვებულია აღიარებული ქვეყნის ბაზარზე - ლუქსემბურგი. დარეგისტრირდა 2020 წლის 31 მარტს;

-2020 წლის 13 მარტი, შპს ,,ეკონ ჯორჯიას“ განცხადება (N29681) სამედიცინო სადიაგნოსტიკო invitro ტესტ-სისტემების (ნოზოლოგიების მიხედვით), კორონავირუსის სადიაგნოსტიკო ტესტსისტემების (ერთი პოზიცია, სწრაფი ტესტი - განისაზღვრება სისხლში ანტისხეულები) ეროვნული რეჟიმით რეგისტრაციის თაობაზე. დარეგისტრირდა 2020 წლის 02 აპრილს;

- 2020 წლის 23 მარტი, შპს ,,Gn Invest”-ის განცხადება (N31684) კომპანია - Primerdesign Ltd (დიდი ბრიტანეთი) მიერ წარმოებული, კორონავირუსის სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების (ერთი პოზიციაPCR , განისაზღვრება ცხვირ-ხახისა და პირ-ხახის ნაცხში, ნახველში/ნერწყვში) აღიარებითი რეჟიმით რეგისტრაციის თაობაზე, რომელიც დაშვებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ბაზარზე. დარეგისტრირდა 2020 წლის 24 მარტს;

- 2020 წლის 23 მარტი, შპს ,,პრიმა მედის“ განცხადება (N31952) კომპანია - Dynamiker Biotechnology (Tianjin) Co., Ltd. (ჩინეთი) მიერ წარმოებული, კორონავირუსის სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების (ორი პოზიცია-სწრაფი ტესტი განისაზღვრება სისხლში ანტისხეულები და PCR მეთოდით განსაზღვრება ცხვირ-ხახისა და პირ-ხახის ნაცხში, ნახველში/ნერწყვში და კონიუნქტივის ნაცხში) აღიარებითი რეჟიმით რეგისტრაციის თაობაზე, რომელიც დაშვებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ბაზარზე. დარეგისტრირდა 2020 წლის 24 მარტს.

წლის 26 მარტი, შპს ,,ლაბექსპრესის“ განცხადება (N32975) კომპანია - CTK BIOTECH Inc (აშშ) მიერ წარმოებული, კორონავირუსის სადიაგნოსტიკო 4/16/2020 ტესტ-სისტემების (ერთი პოზიცია, სწრაფი ტესტი - განისაზღვრება სისხლში ანტისხეულები) აღიარებითი რეჟიმითი რეგისტრაციის თაობაზე, რომელიც დაშვებულია გერმანიის ბაზარზე. დარეგისტრირდა 2020 წლის 31 მარტს;

- 2020 წლის 30 მარტი, შპს ,,ეი-ბი-ემ“-ის განცხადება (N33995) კომპანია -1 Drop Inc. (კორეა) მიერ წარმოებული, კორონავირუსის სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების (ერთი პოზიცია - PCR, განისაზღვრება ცხვირ-ხახისა და პირ-ხახის ნაცხში, ნახველში/ნერწყვში) აღიარებითი რეჟიმით რეგისტრაციის თაობაზე, რომელიც დაშვებულია გერმანიის ბაზარზე. დარეგისტრირდა 2020 წლის 7 აპრილს;

- 2020 წლის 6 აპრილი, შპს ,,სოლემარტის“ განცხადება (N35420) კომპანია - Inzek International Trading B.V. (ნიდერლანდები) მიერ წარმოებული კორონავირუსის სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების (ერთი პოზიცია - სწრაფი ტესტი - განისაზღვრება სისხლში ანტისხეულები) აღიარებითი რეჟიმით რეგისტრაციის თაობაზე, რომელიც დაშვებულია ნიდერლანდების ბაზარზე. დარეგისტრირდა 2020 წლის 15 აპრილს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა