მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვისურვებდი თემურ ჭყონიასნაირ თბილისის მერს - ხაზარაძე

60db77b8a5e45
თამთა ჯიჯავაძე
29.06.21 23:40
2326
ვისურვებდი თემურ ჭყონიასნაირ თბილისის მერს, - ამის შესახებ „ლელო სქართველოსთვის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მას ჰქონდა ჭყონიასთან საუბარი, თუმცა, არ ადასტურებს რომ მისგან თბილისი მერობაზე დადებითი პასუხი მიიღო.

„თემურ ჭყონია თბილისის მერობის ძალიან კარგი კანდიდატი იქნება, უპარტიო... ვფიქრობ რაც უფრო მეტი საქმიანი ადამიანი მოვა, რომელსაც არ აქვს არანაირი პარტიული მიკერძოება, არის თავისუფალი და არის ორი უზარმაზარი წარმატებული კორპორაციის წარმომადგენელი, ეს კარგია“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, თემურ ჭყონია ქართული ბიზნესის ერთ-ერთ ლოკომოტივია.

ცნობისთვის, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბერში გაიმართება.