მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვითხოვ როგორც კომენდანტის საათის, ისე ღია სივრცეში პირბადის მოხსნას - ცერცვაძე

60d08d2cb12c8
ინგა მურუსიძე
21.06.21 17:07
18413
მე ვითხოვ კომენდანტის საათის მოხსნასაც და ღია სივრცეში პირბადის ტარების მოხსნასაც, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მან ამ განცხადებით უპასუხა ოპოზიციონერ ზურაბ-გირჩი ჯაფარიძეს, რომელიც ცერცვაძეს და ჯანდაცვის სხვა სპეციალისტებს დაწესებული შეზღუდვების გამო აკრიტიკებს.

ცერცვაძემ პანდემიის დროს ქვეყნის მიერ პანდემიასზთან ბრძოლის მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებზეც ისაუბრა.

„ზოგადად, უშეცდომო არავინ არის და რაღაცის უკეთესად გაკეთება ალბათ შეიძლებოდა, მაგრამ ყველა სტრატეგიული გადაწყვეტილება იყო სწორი და საქართველოს ტიპის შეზღუდული ეკონომიკისა და სუსტი ჯანდაცვის ქვეყანამ როგორც ადამიანების გადარჩენის კუთხით, გააკეთა იმის მაქსიმუმი, რაც საქართველოს შეეძლო“, - განაცხადა ცერცვაძემ.