მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინაში სამხედრო ოპერაციას იწყებს

6216fcce2217e
BM.GE
24.02.22 07:32
5080
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.

მისი თქმით, გარემოებები რუსეთისგან დაუყოვნებელი ზომების მიღებას ითხოვს.

„მინდა, მივმართო ჩვენს სამხედრო ძალებს, ვინც არ უნდა შეუქმნას საფრთხე რუსეთს, პასუხი იქნება დაუყოვნებლივი“, - ამბობს პუტინი.

ამასთან, ის ამტკიცებს, რომ რუსეთის გეგმებში უკრაინის ოკუპაცია არ შედის.

„დონბასის სახალხო რესპუბლიკამ დახმარების თხოვნით მიმართა რუსეთს. გაეროს წესდების 51-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ფედერაციის საბჭოს სანქციით და ფედერალური ასამბლეის მიერ რატიფიცირებული, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებთან მეგობრობის და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებების შესაბამისად, გადავწყვიტე სპეციალური სამხედრო ოპერაცია ჩავატარო “, - აცხადებს პუტინი.

რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტულმა ძალებმა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების “დამოუკიდებლობა” 2014 წელს გამოაცხადეს, რამდენიმე დღის წინ კი ისინი რუსეთმა აღიარა.

უკრაინამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა რამდენიმე საათის წინ გამოაცხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები