მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვმუშაობთ, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას B ჰეპატიტის კომპონენტიც დაემატოს - მინისტრი

642155fe43cce
მარიამ ვარადაშვილი
27.03.23 12:39
879
ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, 2023 წელს ქვეყანაში B ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება.

“სახელმწიფოსა და დარგის სპეციალისტების ძალისხმევით C ჰეპატიტის გავრცელება ქვეყანაში 67%-ით არის შემცირებული. პროგრამაში ჩართვა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა ყველა პაციენტისთვის სრულიად უფასოა. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, რათა მიმდინარე წელს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას B ჰეპატიტის ელიმინაციის კომპონენტი დაემატოს. გვაქვს ამბიცია, რომ 2025 წლისთვის ეს ორი ძირითადი ეპიდემია, როგორც C, ისე B ჰეპატიტი დავამარცხოთ. ამ მიზნის განსახორციელებლად პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებაა მნიშვნელოვანი”, - ამბობს აზარაშვილი.

შეგახსენებთ, 2016 წელს მთავრობამ C ჰეპატიტის ელიმინაციის სტრატეგია დაამტკიცა. 5-წლიანი პროგრამის შედეგად, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს C ჰეპატიტით დაავადებულთა 95%-ის გამოვლენასა და მკურნალობას. ამისთვის საქართველომ ფარმაცევტულ კომპანია “გილიადთან” გააფორმა მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც, კომპანია საქართველოს უსასყიდლოდ 15 მილიარდი დოლარის ღირებულების მედიკამენტებს – ჰარვონსა და სოფოსბუვირს აძლევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები