მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვოლტი უკვე გორშიც! (რ)

644f8edb0699f
BM.GE
03.05.23 09:00
1051
ვოლტი აგრძელებს საქართველოში მომსახურების გაფართოებას - 2 მაისიდან ვოლტის სერვისით სარგებლობა უკვე გორშიც გახდა შესაძლებელი. გორი საქართველოს მეექვსე ქალაქია, თბილისის, რუსთავის, ბათუმის, ქუთაისისა და ზუგდიდის შემდეგ, სადაც ვოლტი ოპერირებს.

გორში ვოლტის მომხმარებელი შეძლებს შეუკვეთოს ისეთი რესტორნებიდან, როგორიცაა Marge, Gori Inn, Thor, Big Wok. ასევე, სუპერმარკეტებიდან: კარფური, მაგნიტი, სმარტი; აფთიაქებიდან: PSP, GPC, Pharmadepot, Aversi; მაღაზიებიდან: ბიბლუსი, ალკორიუმი, სუპერი და სხვა.

პირველი ორი კვირის განმავლობაში ვოლტი მომხმარებელს გორში ნებისმიერ შეკვეთაზე მიტანის უფასო სერვისს სთავაზობს და მომავალშიც ბევრ სიახლეს, საინტერესო აქციებსა და მრავალ შეთავაზებას ჰპირდება.

ასე რომ, ჩამოტვირთეთ ვოლტის აპლიკაცია და შეუკვეთეთ ყველაფერი, რასაც ისურვებთ.
ვოლტი გორშია - უფასო მიტანა კიდევ 12 დღე გაგრძელდება. მიიღე შეკვეთა ყველაზე სწრაფად, ახლა უკვე გორში!

Wolt ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში, 2014 წელს დაფუძნებული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც საკვების აღმოჩენისა და მიტანის სერვისს ამარტივებს. დღეს, Wolt მსოფლიოს 23 ქვეყანაში, 200-ზე მეტ ქალაქში ხუთ მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. Wolt 20 000-ზე მეტ პარტნიორ რესტორანსა და 45 000-ზე მეტ პარტნიორ კურიერთან თამშრომლობს.

Wolt საქართველოში 2018 წლის მაისიდან ოპერირებს. დღეს, Wolt-ის აპლიკაციით სხვადასხვა პროდუქტის შეკვეთა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდისა და გორის 1000-ზე მეტი ობიექტიდანაა შესაძლებელი და მისი სერვისით, ყოველდღიურად ათასობით მომხმარებელი სარგებლობს.

(რ)