06.დეკემბერი .2021 19:47

წალენჯიხას პირველი ინვესტორი ჰყავს - ქალაქ ჯვარში ფოსტის შენობა გაიყიდა

წალენჯიხას პირველი ინვესტორი ჰყავს - ქალაქ ჯვარში ფოსტის შენობა გაიყიდა
views 9824
უკან

წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში მმართველმა ძალამ წააგო და ქალაქის მერი გიორგი ხარჩილავა გახდა. აღსანიშნია, რომ არჩევნების შედეგებმა წალენჯიხის მისამართით როგორც არასამთავრობო, ისე ბიზნესსექტორის ინტერესი გაზარდა.

ერთ-ერთი პირველი ინვესტორი ნუკრი კვარაცხელიაა, რომელმაც 19 ნოემბერს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში ყოფილი ფოსტის შენობა შეიძინა. როგორც კვარაცხელია BM.GE-სთან ამბობს, მუნიციპალიტეტს აქვს განვითარების პერსპექტივა. შესაბამისად, მისი მხრიდანაც შენობის აუქციონზე შესყიდვის ინტერესი ამან განაპირობა.

კვარაცხელია ჯერ კონკრეტულ გეგმებზე ვერ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ დაინტერესება კომპანიების მხრიდან უკვე დიდია. შესაბამისად, კვარაცხელია ფართის იჯარით გაცემის შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს.

“19 ნოემბერს გამოცხადდა აუქციონი. გასაყიდად იყო გამოტანილი ქალაქ ჯვარში მდებარე ფოსტის შენობის პირველი სართული, რომელიც 140 კვ.მ ფართობია. მივიღე აუქციონში მონაწილეობა და გავიმარჯვე. შეთავაზება ფასის კუთხითაც საინატერესო იყო. აუქციონზე ფოსტის შენობა გამოტანილი იყო 27 200 ლარად. რეგიონი ისეთია, რომ შეიძლება განვითარება, ამიტომ საინტერესო შემოთავაზება იყო. უკვე არის ინტერესი, რამოდენიმე კომპანიას ვესაუბრე, ახლაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები. რეალური წინადებებიც არის. ახლა ვიწყებ სრულ რემონტს, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება”-აცხადებს ბიზნესმენი ნუკრი კვარაცხელია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა