07.ოქტომბერი .2022 14:25

წარმოუდგენელია, რა არგუმენტაციას წარუდგენენ კლინიკები სასამართლოს - აზარაშვილი

წარმოუდგენელია, რა არგუმენტაციას წარუდგენენ კლინიკები სასამართლოს - აზარაშვილი
views 489
უკან

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი სამედიცინო პერსონალს მიმართავს, თუკი კოვიდთან ბრძოლის დროს სახელფასო დანამატი არ მიუღიათ, აუცილებლად მიმართონ სამინისტროს. აზარაშვილი ირწმუნება, რომ უწყებას აღნიშნულზე ძალიან მკაცრი რეაგირება ექნება.

“დანამატებს რაც შეხება, ასზე მეტი კოვიდკლინიკა იყო ქვეყანაში და ყველა ამ კლინიკაში დასაქმებულ სამედიცინო პერსონალს ხელფასების გარდა, რომლებსაც კლინიკები უხდიდნენ, დანამატს უხდიდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. რამდენიმე თვის წინ, როდესაც პირველად დავიწყეთ მოკვლევა, საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო ისეთი კლინიკები, სადაც სამედიცინო პერსონალს არ აუღია დანამატები, რომლებიც სახელმწიფომ გასცა. შრომის ინსპექციის აქტიური ჩართულობით, ეს მინიმუმამდეა დაყვანილი. ასევე, ვთხოვ და მოვუწოდებ სამედიცინო პერსონალს, თუ სადმე რამე მსგავსი ფაქტია და ჩვენი შემოწმების მიღმა დარჩა, ყველა კონკრეტულ შემთხვევაზე მოგვმართონ და ძალიან ოპერატიული, მკაცრი რეაგირება გვექნება“, - განაცხადა აზარაშვილმა.

მისივე თქმით, რამდენიმე კლინიკა სასამართლოში აპროტესტებს დანამატების თავიანთი პერსონალისთვის არგადახდას, რაც გაუგებარია.

„ჩემი აზრით, ბუნდოვანი, გაურკვეველი და არასერიოზულია, როცა კონკრეტულად, მიზნობრივად ირიცხებოდა თანხები პერსონალისთვის მისაცემად და ახლა სამინისტროს უჩივიან, რომ თურმე თანხები სხვა რაღაცისთვის გამოიყენეს და არ ეყოთ, პერსონალისთვის მიეცათ. არ ვიცი, სახელმწიფო, სამინისტრო რა შუაშია. ჩემთვის წარმოუდგენელია, რა არგუმენტაციას წარუდგენენ სასამართლოს“, - განაცხადა მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა