2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ დსთ-ს ქვეყნებში 532 მილიონი დოლარის საქონელი გაიტანა ექსპორტზე, რაც მთლიანად ექსპორტის 58%-ს შეადგენდა. წინა წელთან შედარებით ამ ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში ექსპორტი 202 მილიონი დოლარით არის გაზრდილი. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ დსთ ამჟამად საქართველოს მთავარი საექსპორტო გაერთიანებაა. შედარებისთვის, ევროკავშირში ექსპორტი წელს მხოლოდ 115 მილიონი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 27%-ით ნაკლებია, ხოლო EU-ს წილი მთლიან ექსპორტში გასულ წელს არსებული 21%-დან 12.6%-მდე არის შემცირებული.
საქართველო დსთ-ს წევრი ქვეყანა 1993-2009 წლებში იყო. ეს ორგანიზაცია რუსეთის ინიციატივით 1991 წლის დეკემბერში დაფუძნდა და ის პოსტ-საბჭოთა სივრცეზე რუსეთის ეკონომიკური და პოლიტიკური კონტროლისთვის შეიქმნა. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ დსთ-ს წილი საქართველოს ექსპორტში არასოდეს ყოფილა ასეთი მაღალი (იანვარ-თებერვლის მონაკვეთში).
ექსპორტში დსთ-ს წილის ზრდა სავარაუდოდ, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომს უკავშირდება, რის გამოც საქართველოს მეშვეობით საქონლის ექსპორტი გაიზარდა როგორც რუსეთში, ასევე სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში.
ცვლილებები აისახა საექსპორტო ქვეყნების გეოგრაფიაზეც, ექსპორტში პირველ ადგილს სომხეთი იკავებს, სადაც წელს $133 მილიონი დოლარის საქონელი გავიდა, რაც წინა წელთან შედარებით 192%-ით მეტია. ექსპორტის ასეთი მატება ამ ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მკვეთრმა ზრდამ განაპირობა. საექსპორტო ქვეყნების რეიტინგში მეორე ადგილს რუსეთის ფედერაცია იკავებს, სადაც ექსპორტი 38%-ით, 128 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი