წელს პირველად, საათების ქართული ბრენდი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე, Baselworld-ზე წარსდგა. გამოფენაზე საკუთარ პროდუქციას ზვიად ციკოლია წარადგენს.
შეგახსენებთ, რომ ზვიად ციკოლიამ 2011 წელს საათების კერძო კომპანია UNIQ დააარსა.
Baselworld შვეიცარიაში ორშაბათს გაიხსნა და მასში მსოფლიოში საათების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიები იღებენ მონაწილეობას.
გასულ თვეს შვეიცარული საათების ექსპორტმა 1,5 მილიარდი შვეიცარული პრანკი შეადგინა, რაც 10%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

























