21.ივნისი .2021 22:00

“წელს რკინიგზას ტვირთბრუნვის 8.5%-იანი ზრდა აქვს” - გენდირექტორი

“წელს რკინიგზას ტვირთბრუნვის 8.5%-იანი ზრდა აქვს” - გენდირექტორი
views 312
უკან

“ბოლო სამი წელია მოგების ვარდნის ის ტემპი შეჩერდა, რაც გვქონდა.” - ამის შესახებ “საქმიან დილაში” საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რკინიგზას 2020 წელთან შედარებით, წელს ტვირთბრუნვის 8.5%-იანი ზრდა აქვს, რაც მას რეგიონში დღესაც პირველობას უნარჩუნებს.

“2019 წელს ტვირთბრუნვა 9%-ით გაიზარდა, რაც ამ წლების განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია და მსგავსი რეგიონში არ ყოფილა. კოვიდის პერიოდში კომპანიამ პირველი ორი თვე ტვირთბრუნვის 6%-იანი ზრდა დააფიქსირა, ხოლო წლის ბოლოს - 2%-იანი.

KPMG აუდიტის სამსახურს, კომპანიის ყველა ტვირთბრუნვა ბოლომდე შესწავლილი აქვს. მიუხედავად წარსულში დაკარგული ტვირთებისა, აუდიტის სამსახურმა კომპანიაში დადებითი ტრენდი შეამჩნია. ტვირთბრუნვის დინამიკა შეიცვალა, საშუალოდ 9-10%-ით იზრდება და ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.” - განაცხადა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა