მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ნარვანას“ გირჩის პროდუქტების რეალიზება სოცქსელებში ერთი თვის წინ დაიწყო - შეკვეთები უკვე ევროპიდანაც არის

60d716d6c76c9
მარიამ იზორია
26.06.21 17:00
1582
"ნარვანას" გირჩის პროდუტების რეალიზება სულ რაღაც რამდენიმე კვირაა, რაც სოციალური ქსელების საშუალებით დაიწყო და შეკვეთები უკვე ევროპიდანაც არის. ამის შესახებ „ნარვანას“ დამფუძნებლები ეთო ლელაძე და გიორგი ქაჯაია bm.ge-სთან ყვებიან.

ოჯახური ბიზნესი „ნარვანა“ მომხმარებელს ნატურალურ და სამკურნალო თვისებების მქონე პროდუქტს, გირჩის სიროფს, მტვერს, მურაბასა და ჯემს სთავაზობს, წარმოების პროცესი სურამში მიმდინარეობს და მასში სულ ოთხი ადამიანია ჩართული.

„ფიჭვის გირჩი ძალიან სასარგებლო პროდუქტია, თუმცა, მას სათანადო პოპულარიზაციას არავინ უწევს, ჩვენი მიზანია, „ნარვანას“ პროდუქცია როგორც ქართული სანიმუშო პროდუქტი, ისე განვავითაროთ, ამ ეტაპზე ნედლეულს სურამში მოვიპოვებთ, თუმცა, ცნობადობის გაზრდის, შემდეგ ვაპირებთ გირჩი მთელი საქართველოს მასშტაბით ავითვისოთ და, რაც მთავარია საქმიანობაში ადგილობრივები სხვადასხვა რეგიონიდან ჩავრთოთ, ჩვენი პროდუქტებიდან განსაკუთრებით გამორჩეული გირჩის ჯემია, რომელსაც როგორც ვიცი საქართველოში არავინ აწარმოებს, შესაბამისად, გვინდა, ეს პროდუქტები ისეთ ქვეყნებში გავიტანოთ, სადაც ფიჭვის გირჩი საერთოდ არ ხარობს“ - ამბობენ „ნარვანას“ დამფუძნებლები.

მწარმოებლების თქმით, ისინი სხვადასხვა საგრანტო კონკურსში, მათ შორის, „აწარმოე საქართველოში“ მონაწილეობის მიღებას გეგმავენ.