მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაახარეთ საყვარელი ადამიანები Bang & Olufsen-ის საჩუქრებით - (R)

6225a8ab82a11
ინგა მურუსიძე
07.03.22 10:43
1953
ჯერ კიდევ არ იცით რა აჩუქოთ 8 მარტს საყვარელ ადამიანს? აჩუქეთ მას მოდური და დახვეწილი საჩუქარი Bang & Olufsen-ისგან!

Beosound A1 2nd Gen – პორტატული Bluetooth-დინამიკი





Beosound A1 2nd Gen-ი გამოირჩევა დახვეწილი, თხელი დიზაინით, რომელიც მტვერგაუმტარია და სრულად დაცულია ტენიანობისგან. აქვს ბატარეის ხანგრძლივი მუშაობის რეჟიმი (18 საათამდე დაკვრა სტანდარტულ ხმაზე) და განახლებული ინტერფეისი. მძლავრი და გამოსაყენებლად მარტივი.





Beosound A1 2nd Gen-ს აქვს ელეგანტური ფორმა და უნიკალური კონტურები, რომელიც შექმნილია ცნობილ დანიელ ინდუსტრიულ დიზაინერთან - სესილია მანზთან კოლაბორაციით. დინამიკს ახლავს ნატურალური ტყავისგან დამზადებული სამაჯური, რომელიც ამარტივებს მის ტარებას.

Beosound A1 2nd Gen-ის სამი შიდა მიკროფონის საშუალებით, საუკეთესო ხარისხით შეძლებთ ინტერნეტ კონფერენციების და მაღალხმოვანი ზარების განხორციელებას. Microsoft Swift Pair-ის და Google Fast Pair-ის ტექნოლოგიის მხარდაჭერა უზრუნველყოფს სწრაფ კავშირს, უფრო სახალისოს ხდის მეგობრებთან საუბარს და ამარტივებს საქმიანი კონფერენციის წარმართვას.

Beosound Explore – საუკეთესო დინამიკი მოგზაურობისთვის

Beosound Explore-ი მოსახერხებელი და საიმედო დინამიკია, რომელიც შექმნილია თავგადასავლების მოყვარულთათვის. სრულყოფილი მუსიკალური სპიკერი თქვენს მოგზაურობას დაუვიწყარსა და კიდევ უფრო შთამბეჭდავს გახდის.
მსუბუქი, წყალგამძლე და ხანგრძლივი მუშაობის რეჟიმით გამორჩეული Beosound Explore-ი შესანიშნავია გარე გამოყენებისთვის. შექმნილი Bang & Olufsen-ის პრემიუმ ხარისხით და სკანდინავიური დიზაინით.

Beosound Explore-ის ცილინდრული ფორმის დიზაინი, საგულდაგულოდ არის შემუშავებული, რაც დინამიკის ხელით ტარებას განსაკუთრებით მოსახერხებელსა და პორტატულს ხდის. მისი დამაგრება შესაძლებელია ქამარსა და ზურგჩანთაზე, რაც ლაშქრობის დროს განსაკუთრებით კომფორტულია.

„Beosound Explore-ი ჩვენ დავაპროექტეთ, როგორც ყველაზე გამძლე დინამიკი - წყალგამძლე, მტვრისგან დაცული და ნაკაწრებისადმი მდგრადი. იგი წარმოადგენს პირველ დინამიკს, რომელზეც ნაკაწრებისგან დაცვის გასაუმჯობესებლად, II ტიპის ანოდირებული ალუმინი გამოიყენა,

„ცილინდრული კორპუსის ზედაპირი შექმნილია II ტიპის ანოდირებული ალუმინისგან. ხმის განსაკუთრებული ხარისხი Beosound Explore-ს სრულყოფილ კომპანიონად აქცევს ნებისმიერი თავგადასავლის დროს“, - ამბობს Bang & Olufsen-ის პროდუქტის მენეჯმენტის უფროსი ვიცე პრეზიდენტი კრისტოფერ პულსენი.

Beoplay EQ - შეიგრძენი სუფთა ჟღერადობა

„Beoplay EQ-ის მოდელზე მუშაობისას, მიზნად დავისახეთ მომხმარებლისთვის იმაზე მეტი შეგვეთავაზებინა, ვიდრე მოელოდა. მნიშვნელობა არ აქვს რისთვის გამოიყენებთ ყურსასმენს, მოგზაურობის დროს, მუშაობის პროცესში თუ უბრალოდ მუსიკის მოსასმენად განტვირთვისთვის. სრულყოფილებისთვის შექმნილი ერგონომიული მოდელი, იძლევა ძლიერ და აუთენტურ ჟღერადობას, რაც უკონკურენტოს ხდის დახვეწილი დიზაინისა და მუსიკის მოყვარულთათვის. გამძლე ალუმინის დამტენი-ქეისით და ადაპტირებადი აქტიური ხმის დამხშობით, Beoplay EQ გთავაზობთ მოსმენის სრულყოფილ გამოცდილებას, სადაც არ უნდა იყოთ,” - ამბობს Bang & Olufsen-ის მენეჯმენტის უფროსი ვიცე პრეზიდენტი კრისტოფერ პულსენი.

მდიდრული, დახვეწილი და ფუნქციონალური, Beoplay EQ ყურსასმენები პატარა და ერგონომიული ფორმის წყალობით, უზრუნველყოფს კომფორტულ და უსაფრთხო მორგებას. ისინი მდგრადია ოფლისა და წყლის მიმართ და მოყვება სხვადასხვა ზომის სილიკონის სამაგრები რაც იდეალურს ხდის მის გამოყენებას მგზავრობისა და ხანგრძლივი მოხმარებისთვის.
Bang&Olufsen-ის პროდუქცია შეგიძლიათ შეიძინოთ ოფიციალურ პარტნიორ მაღაზიებში: Motif, iSpace, iCity, Elit Electronics

Bang & Olufsen-ი წარმოადგენს აუდიო და ვიდეო სისტემების ლუქს ბრენდს, რომელიც 1925 წელს დანიაში დაარსდა. Bang & Olufsen–ის ღირებულებები, რომლებიც ჯერ კიდევ 1925 წელს მისმა დამფუძნებლებმა პიტერ ბანგმა და სვენდ ოლუფსენმა ჩადეს კომპანიის საფუძველში, დღესაც აქტუალურია. თითქმის ერთსაუკუნოვანი არსებობის განმავლობაში, Bang & Olufsen-ი აუდიო ტექნოლოგიური და აკუსტიკური ინოვაციების სათავეშია. დღეს ბრენდის პროდუქცია გამორჩეულია შეუდარებელი ხმის, უნიკალური დიზაინის და ხარისხის კომბინაციით. კომპანიაში დასაქმებულია 700-მდე თანამშრომელი; ბრენდი წარმოდგენილია 70-ზე მეტ ქვეყანაში.