მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს სახელმწიფო დაეხმარება - ილია ელოშვილი

5ee85e9e8b0fb
თელარა გელანტია
16.06.20 09:51
974
თბილისის მერის მოადგილის ილია ელოშვილის განცხადებით, ვარკეთილის ბაზრობაზე მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულ ყველა მოქალაქეს სახელმწიფო დაეხმარება.

“რაც მთავარია, მსხვერპლი არ იყო, რაც დიდი ბედნიერებაა. მაშველებმა და მეხანძრეებმა იმუშავეს ძალიან მაგრად. დაითვლება ყველა ზარალი და ყველა ადამიანი, ვინც დაზარალდა, სახელმწიფო გვერდში დაუდგება. რაც მთავარია, ლოკალიზება ძალიან ეფექტურად მოხდა “, - განაცხადა ელოშვილმა ჟურნალისტებთან.

ცნობისთვის: პირველადი ინფორმაციით, ვარკეთილში დაიწვა ტანსაცმელი და სხვადასხვა სახის სარეალიზაციოდ გამზადებული ნივთები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ვარკეთილში გუშინ საღამოს გაჩნდა. ის სასაწყობე ჯიხურებზე იყო გავრცელებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს", – იტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.