16.სექტემბერი .2019 00:29

ხაზარაძე: წინა ხელისუფლების დროს გარჩევები კი არ იყო, პირდაპირ ბიზნესების "ახევა" იყო

views 1657
უკან

„მაშინ გარჩევები კი არ იყო, პირდაპირ ბიზნესების ახევა იყო“, - ასე უპასუხა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ TV “მთავარის“ გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ წამყვანის კითხვას - ახსენდება თუ არა მას წინა ხელისუფლების პერიოდში ისეთი ე.წ. „გარჩევები“, როგორიც ბიძინა ივანიშვილის სასახლეში იმართება ვანო ჩხარტიშვილის მონაწილეობით.

მამუკა ხაზარაძის თქმით, წინა ხელისუფლების დროს „ბიზნესის ახევა ფულადადაც იყო და აქტივების სახითაც“.
„ახევა“ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცა თმობდა ბიზნესს... ისეთ კითხვას მაძლევ ახლა, თითქოს ეს არ იცოდი“, - მიმართა ხაზარაძემ რეპლიკით გადაცემის წამყვან ნიკა გვარამიას.

მამუკა ხაზარაძის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ წინა მთავრობის დროს იყო ელიტარული კორუფცია.