მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა - რა დაკარგა საქართველომ თამბაქოს პანდემიასთან ბრძოლის პროცესში?

628399f24d01a
BM.GE
17.05.22 16:48
834
დღევანდელ სამყაროში, ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევები შესაძლებლობას გვაძლევს, შევქმნათ ახალი პროდუქტები, რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი კეთილდღეობის მიღწევას. თუმცა, ხშირად უნდობლობა და ცრურწმენები აფერხებს პროგრესს და გვიბიძგებს, არა თუ უარი ვთქვათ ინოვაციებზე, არამედ, უარი ვთქვათ პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობაზე.

ერთ-ერთ ასეთ გამოწვევას თამბქოს მოხმარება წარმოადგენს. მსოფლიოში თამბაქოს მოხმარების მაღალი დონე, ან როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია უწოდებს - “თამბაქოს პანდემია” თითოეული ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მნიშვნელოვან გამოწვევად სახელდება.

ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას საქართველოში, სადაც თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა 800 0000-ს უტოლდება, რაც მოსახლეობის დაახლოებით 28%-ს შეადგენს (2020 წლის მონაცემები).

“თამბაქოს პანდემიასთან” გამკლავებისთვის კი მნიშვნელოვან ინსტრუმენტს თამბაქოს კონტროლის სტრატეგია წარმოადგენს, რაც მკაცრი შეზღუდვების, მაღალი გადასახადებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევის აკრძალვის დაწესებას გულისხმობს. თუმცა, ამ ინიციატივების მიუხედავად, მწეველთა 50%-ზე მეტი არ ანებებს თავს თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი პროდუქტების მოხმარებას.

თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული ზიანის შემცირების მიზნით კი რიგი ქვეყნები თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის იმპლემენტაციას ახორციელებენ. ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრაქტიკა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მწეველებს, ზიანის შემცველი პროდუქტი შემცირებული ზიანის მქონე პროდუქტებით ჩაანაცვლონ.

“თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის მომხრე ქვეყნების მაგალითი გვიჩვენებს, რომ არჩევანის არსებობის შემთხვევაში, მწეველები ტრადიციულ სიგარეტებს თამბაქოს უკვამლო მოწყობილობებით ანაცვლებენ. წარმოიდგინეთ, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გავამარტივებთ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობებზე წვდომას. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, ფუნდამენტურად შევცვალოთ ჯანდაცვის ისტორიის კურსი”, - აღნიშნავს ოტავის უნივერსიტეტის პროფესორი დევიდ სვეანორი.

აღსანიშნავია, რომ თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის იმპლემენტაციის შედეგად, რაც თამბაქოს უკვამლო მოწყობილობებზე ხელმისაწვდომობის ზრდას ისახავდა მიზნად, დიდ ბრიტანეთში თამბაქოს უკვამლო მოწყობილობის მომხმარებელთა რაოდენობა 2021 წლისთვის 3.6 მილიონს გაუტოლდა, წერს საზოგადოებრივი ჯანდაცვის საქველმოქმედო ორგანიზაცია Action on Smoking and Health (ASH).

უფრო მეტიც, ნორვეგიაში, თამბაქოს უკვამლო მოწყობილობის გამოჩენის შედეგად, სულ რაღაც 10 წელიწადში ტრადიციული თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა განახევრდა. ნორვეგიის მსგავსად, ისლანდიაში თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების გამოჩენის შემდეგ, სიგარეტის გაყიდვების მაჩვენებელი 40%-ით შემცირდა, იაპონიაში კი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ეს მაჩვენებელი 42%-ით დაეცა.

დევიდ სვეანორი მიიჩნევს, რომ თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული ზიანის შემცირების პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა საკანონმდებლო ინიციატივებს ენიჭება. განვითარებული ქვეყნების მაგალითები ადასტურებს მომხმარებლის მხრიდან მზაობას, გადავიდეს თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების მოხმარებაზე და შეამცირონ საკუთარი და გარშემომყოფთა ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი.

“დღეს ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, შევამციროთ თამბაქოს მოხმარების შედეგად ადამიანის ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი, დავაჩქაროთ მწეველთა ტრანზიციის პროცესი და გადავარჩინოთ ასობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე”, - აღნიშნავს დევიდ სვეანორი.

თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის ეფექტურობის მიუხედავად, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოები არ ითვალისწინებენ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების შესაძლო სარგებელს. შესაბამისად, უპირატესობას ანიჭებენ თამბაქოს ნაწარმზე მკაცრი შეზღუდვებისა და მაღალი გადასახადების დაწესებას. რაც არა მხოლოდ აფერხებს პროცესს, არამედ უზღუდავს შესაძლებლობას მწეველებს, გააკეთონ გონივრული არჩევანი და გადავიდნენ შემცირებული რისკის მქონე მოწყობილობების მოხმარებაზე.