მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალ, ფინური საერთაშორისო სკოლის პრეზენტაცია გაიმართება

5c6a68341881d
თელარა გელანტია
18.02.19 12:07
3620
ხვალ, 19 თებერვალს, 18:00 საათზე, სასტუმრო „Radisson Blu Iveria”-ში ფინური საერთაშორისო სკოლის პრეზენტაცია გაიმართება.

ფინური სკოლა საგურამოში 2019 წლის სექტემბერში გაიხსნება და როგორც სკოლის დამფუძნებლები აცხადებენ, იქნება ფინური სტანდარტების შესაბამისი პირველი სკოლა საქართველოში.

ღონისძიების ორგანიზატორები საინვესტიციო და საკონსულტაციო კომპანია „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“ და ფინური განათლების კონსორციუმი “Polar Partners” არიან.
“ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის” მიზანია, ფინური სკოლა გახდეს ერთ-ერთი თვალსაჩინო და სანიმუშო არა მარტო საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონშიც.

სკოლის აკადემიური პროგრამის შექმნის და მშენებლობის მიმართულებით „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ პარტნიორია ფინური საგანმანათლებლო ჯგუფი „Polar Partners”, რომელსაც განხორციელებული აქვს მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტები ფინეთსა და საერთაშორისო ბაზრებზე.

ფინურ კონსორციუმთან „ალიანს ჯგუფ ჰოლდინგს“ გაფორმებული აქვს ექსკლუზიური ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, Polar Partners უზრუნველყობს სრული სასწავლო პროგრამის შემუშავებას და ინფრასტრუქტურის განვითარებას ფინური საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად.

ფინურ სკოლაში პირველი აკადემიური წელი 2019 წლის სექტემბერში იწყება. პირველ ეტაპზე, სკოლა მიიღებს დაწყებით კლასებს, რომლის სასწავლო პროგრამა, სტრუქტურა და სასწავლო პროცესი მსოფლიოში საუკეთესო განათლების მოდელად აღიარებულ ფინურ მოდელზე არის დაფუძნებული. 2021 წელს კი, დასრულდება 7 ჰექტარ ტერიტორიაზე არსებული საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც მოიცავს სამივე საფეხურის სკოლას, თანამედროვე კამპუსს, მულტიფუქნციურ სპორტულ კომპლექსს და მასწავლებლების ტრეინინგ ცენტრს.

Polar Partner უზრუნველყობს ფინური საერთაშორისო სკოლის მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებას, მათ გადამზადებას მსოფლიოში პირველ სასკოლო მოდელად აღიარებული ფინური მოდელის მიხედვით. ტრეინინგებს და გადამზადებას ფინელი ექსპერტები და პედაგოგიკის ტრენერები ატარებენ.

„ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“ და ფინელი პარტნიორები მზად არიან, ღიად ითანამშრომლონ როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებთან და ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან იმისთვის, რომ განახორციელონ გრძელვადიანი პროექტები და წვლილი შეიტანონ ქვეყნის განათლების განვითარებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები