მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალ, გლდანის რაიონის 4 000-მდე აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება

611e276568ede
ვიქტორია მღებრიშვილი
19.08.21 21:30
1035
ხვალ, გლდანის რაიონის 4 000-მდე აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება - ინფორმაციას ამის შესახებ „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

კომპანიაში გაზმომარაგების შეფერხების მიზეზებს განმარტავენ და იმ ქუჩებს ასახელებენ, სადაც შეზღუდვა იმოქმედებს.

„თბილისში, გლდანის რაიონში გაზსადენზე საჭირო რეკონსტრუქციის შესახებ, ერთ-ერთი სკვერის რეაბილიტაციის ფარგლებში, აუცილებელია „თბილისი ენერჯის“ კუთვნილი გაზსადენის რეკონსტრუქცია.

სამუშაოების მიმდინარეობისას ხვალ, 20 აგვისტოს 10:00 დან საღამოს 17:00 საათამდე გაზმომარაგება დროებით შეუწყდება 4000-მდე აბონენტს. კერძოდ, გლდანის VII მ/რ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, მიმდებარედ - ხიზანიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს და მცირე კომერციულ ობიექტებს.

გაზმომარაგება სრულად 22:00 სთ-მდე აღდგება.

თბილისი ენერჯი ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. გთხოვთ ყოველთვის დაიცვათ გაზის მოხმარების უსაფრთხოების ზომები“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.