მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყაზახეთს TITR-ის მარშრუტით ტვირთბრუნვის 10 მლნ ტონამდე გაზრდა სურს - ალიხან სმაილოვი

6495628b2721c
ვიქტორია მღებრიშვილი
23.06.23 13:17
3464
ყაზახეთს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით ტვირთბრუნვის 10 მლნ ტონამდე გაზრდა სურს, რა დროსაც საქართველოსთან სინქრონულ თანამშრომლობას საკვანძოდ მიიჩნევენ, - ამის შესახებ ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმაილოვმა საქართველოში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ალიხან სმაილოვის თქმით, საქართველო და ყაზახეთი ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ და მხარეთა პოზიციები თანხვედრაშია. ყაზახეთის პრემიერმა ისიც აღნიშნა, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით ტვირთბრუნვის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„მოლაპარაკებების დროს მოხდა პოზიციების თანხვედრა მასზედ, რომ საქართველოს და ყაზახეთს მნიშვნელოვანი როლის შესრულება ძალუძთ ევროპასა და აზიას შორის ტრანსპორტის კუთხით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრანს-კასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს.

გასულ წელს ამ მიმართულებით ტვირთბრუნვა 2-ჯერადად გაიზარდა, ხოლო საკონტეინერო გადაზიდვები - 30%-ით. დადებითი დინამიკა დღემდე ნარჩუნდება. გვსურს ამ მიმართულებით საშუალოვადიან პერიოდში 10 მილიონ ტონამდე გავზარდოთ ტვირთბრუნვა. ამ მიზნის მისაღწევად, მხარეები წარმატებით ვახორციელებთ ერთობლივ გზამკვლევს 2022-2027 წლებში ამ დერეფნის გასავითარებლად და დაბრკოლებების სინქრონულ რეჟიმში მოსახსნელად“, - განაცხად ალიხან სმაილოვმა.

ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ალიხან სმაილოვის თქმით, ყაზახეთი მზად არის კასპიის და შავი ზღვის აუზების ათვისება მარშრუტების სახით ასათვისებლად საქართველოსთან თანამშრომლობის გაფართოებისთვის და ამ კონტექსტში სატვირთო გადაზიდვების მიზნით ორივე ქვეყნის საპორტო ინფრასტრუქტურის შესაძლებლობათა გამოყენება განსაკუთარებით მნიშვნელოვნად მიაჩნია.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები