03.ივნისი .2021 12:24

ყურადღებას გავამახვილებთ ჩვენი ქვეყნების პორტებს შორის სატვირთო გადაზიდვებზე - უკრაინის პრემიერი

ყურადღებას გავამახვილებთ ჩვენი ქვეყნების პორტებს შორის სატვირთო გადაზიდვებზე - უკრაინის პრემიერი
views 297
უკან

როგორც მთავრობის მეთაური, დაინტერესებული ვარ, რომ ქართულ-უკრაინული ურთიერთობები თანმიმდევრულად განვითარდეს, ორმხრივი ინტერესის ყველა სფეროში, - ამის შესახებ, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

უკრაინის პრემიერი დარწმუნებულია, რომ დღევანდელი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმებები, იქნება იმპულსი ორმხრივი სავაჭრო- ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისთვის, ერთობლივი საინვესტიციო, ინფრასტრუქტურულ-ლოგისტიკური პროექტების განვითარებისთვის და ხელს შეუწყობს კოორდინაციის გაძლიერებას ტურიზმისა და კორონავირუსთან ბრძოლის სფეროში.

„ამ კონტექსტში, ძალიან მნიშვნელოვანი იყო შეთანხმება იმის შესახებ, რომ აღიარებულ იქნას დოკუმენტები ვაქცინაციის შესახებ, ორმხრივი აღიარება მაქსიმალურად გაამარტივებს საზღვრის კვეთას ჩვენი მოქალაქეების მიერ, რომლებიც დიდი სიამოვნებით მოინახულებენ ჩვენს ქვეყნებს.

სამწუხაროდ, კორონავირუსის პანდემიამ ნეგატიურად იმოქმედა ჩვენი ორმხრივი ვაჭრობის დინამიკაზე და ჩვენი საქონელბრუნვა 2020 წელს 15.6%-ით შემცირდა, მაგრამ პირველი კვარტლის შედეგების მიხედვით, მე მინდა აღვნიშნო, რომ ისევ გაიზარდა 4%-ით და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ამ ნეგატიური ტენდენციების გადალახვის მიზნით, შევთანხმდით, რომ წლის ბოლოს ჩვენ ჩავატარებთ ეკონომიკური თანამშრომლობის ქართულ-უკრაინული მთავრობათაშორისი ერთობლივი კომისიის მე-10 სხდომას და ასევე, უახლოეს მომავალში, გაიმართება ტრანსპორტის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის საკითხებში სამუშაო ჯგუფის სხდომები.

უკრაინასა და საქართველოს გააჩნია ძალიან მნიშვნელოვანი ტრანზიტული პოტენციალი და ამიტომ, ჩვენ შევთანხმდით, რომ ძალიან დიდ ყურადღებას გავამახვილებთ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების ერთობლივ განვითარებაზე და ასევე, სატვირთო გადაზიდვებზე ჩვენი ქვეყნების შავი ზღვის პორტებს შორის“, - აღნიშნა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა