მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყველაფერი ხომ ევექსისთვის კეთდება?" - ანზორ მელია

5e3061185d18b
თათია ჩაფიჩაძე
28.01.20 21:30
1478
კლინიკა „გულის“ დამფუძნებელი ანზორ მელია აცხადებს, რომ 520-ე დადგენილების გამო ოპერაციებს ვერ აკეთებენ, სამინისტრო კი 2 თვეა მათი პრობლემებით არ ინტერესდება.

მელია ფიქრობს, რომ გაკეთებული განფასება კონკრეტულ კლინიკებზეა მორგებული, ბაზარზე არსებული კლინიკების ნაწილთან კი უწყება ბრძოლას აგრძელებს.

„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მათთვის მტრები ვართ ის კლინიკები, რომლებმაც ღია წერილს ხელი მოვაწერეთ, არადა ჩვენ ვართ ის 26 ძველი კლინიკა, რომლებიც ძველი ტარიფებით ვმუშაობთ. ჩემი ინტენსიური თერაპიის პალატა 140 ლარი ღირს, მაშინ როცა სხვაგან 700-800-ია. კლინიკებმა, რომლებიც წვიმის შემდეგ სოკოებივით მომრავლდნენ ქალაქში, ამათმა გააფუჭეს ეს თანხა. ცხადია ამას ინგლისის ბიუჯეტიც ვერ გაუძლებს, მაგრამ ვინ გახსნა არ იცის მინისტრმა? ვინ დგანან მათ უკან?

ამ მთავრობამ ერთადერთი წარმატებული რაც გააკეთა, იყო საყოველთაო დაზღვევა და ამასაც ანადგურებენ თავიანთი კლინიკები რომ გააძლიერონ. რა უფლება აქვს მინისტრს ან რა დიდი გამოცდილება აქვს სტომატოლოგ ქალბატონს ჩვენ გვიბრძანოს, რომ ეს თანხები არ გაიზრდება, როგორ როცა თავის ფასებს ვერ ფარავს?

ქალაბტონი მინისტრი არ გისმენს. რასაც ფიქრობს იმას აკეთებს. აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის ჯანმრთელობის სამინისტრო დღევანდელ დღეს, ჩვენ ვერ ვგრძნობთ მხარდაჭერას. ბატონმა გახარიამ გვითხრა, რომ ამდენი ფულის გადახდა არ შეუძლია სახელმწიფოს, ჩვენ ვიზიარებთ ამას, მაგრამ ხომ უნდა მოვილაპარაკო და ნორმალური ფასები იყოს? 5% მაინც ხომ უნდა ჩაიდოს მოგება? რა მოგებაზეა ლაპარაკი პაციენტი მიწევს და არ ვიცი რა უნდა გავუკეთო. ვერ ვეტევი ფასებში, ვერ ვაკეთებ და ვუთხარი პატრონს, ამოვუწერე ფასები და მივეცი იქნებ სხვა კარდიოქირურგები დათანხმდნენ, ყველაფერი ხომ "ევექსისთვის" კეთდება? ხომ ვიცით "ევექსის" მეპატრონეს ზოგიერთს რამხელა წილი აქვს და ეს ქალბატონი მათ დავალებებს ასრულებს, აბა თვითონ არ მოუვიდოდა აზრად ასე დაეპირისპირებინა კლინიკები ერთმანეთთან", - განაცხადა „საქმიან დილაში“ ანზორ მელიამ.