მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე არაპუნქტუალური აეროპორტები მსოფლიოში

5d7ce352d1bcc
მარიამ ადამია
14.09.19 19:10
1690
გამოცემა Lonely Planet იმ აეროპორტებს ასახელებს, სადაც რეისები ხშირ შემთხვევაში შეფერხებით ხორციელდება, ფრენა გვიანდება, ან საერთოდ უქმდება, სადაც მგზავრებს ყველაზე ხშირად აქვთ მსგავსი შემთხვევით გამოწვეული დისკომფორტი და ზარალს ძალიან იშვიათად ანაზღაურებებ.

კვლევაში მხოლოდ ევროპისა და აშშ-ის აეროპორტებია გათვალისწინებული, აქედან კი, ყველაზე ნაკლებად პუნქტუალური მიკონოსის საერთაშორისო აეროპორტია, საბერძნეთში. თუკი მხოლოდ მიმდინარე წლის ზაფხულის მონაცემებს გადავხედავთ, ტერიტორიაზე ნახევარზე მეტი რეისი დაგვიანდა, ან გადაიდო. ამიტომ, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი დასასვენებელი კურორტის აეროპორტი, რომელიც ცენტრიდან 2,2 კმ-ის მოშორებით მდებარეობს და ემსახურება როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ფრენებს, არაპუნქტუალურებს შორის პირველია.

ამ რეიტინგში მეორე ადგილზე პორტუგალიური პონტა-დელგადას აეროპორტია, სადაც მგზავრთა უმეტესობას დაგვიანებული, ან გაუქმებული რეისის გამო დისკომფორტი აქვთ და ხშირად უწევთ აეროპორტში ღამის, ან რამდენიმე დღის გატარება. ანალოგიური მდგომარეობაა პორტუგალიის კიდევ ორ აეროპორტში – ლაჟესა და ლისაბონის აეროპორტებში.

არაპუნქტუალურია ასევე საბერძნეთის კიდევ ერთი აეროპორტი სანტორინიში, რომელიც როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო აეროპორტია და ერთდროულად შეუძლია 6 თვითმფრინავის მიღება, თუმცა მიუხედავად ამისა, აქ ძალიან ხშირია დაგვიანებული რეისები და არც მათი ხშირად გაუქმება უკვირთ მგზავრებს, ისევე როგორც საბერძნეთის უმსხვილეს აეროპორტში, ათენში.

ამ მიმართულებით პრობლემა აქვს მილანში მდებარე მალპენსას აეროპორტს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დატვირთულია მსოფლიოში და ყველაზე ნაკლებად პუნქტუალურ აეროპორტებს შორის მეშვიდე ადგილს იკავებს. მერვე ადგილას კი ვენეციის აეროპორტია „მარკო პოლო“. ბოლო ორ პოზიციას არაპუნქტუალურებს შორის, ლუბლიანასა და გეითვიკის აეროპორტები ინაწილებენ.