მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ზოგიერთ მიკროავტობუსს ძირი აქვს გავარდნილი" - კალაძის დავალება ვიცე-მერს

5dde282763b7f
თამუნა ქემერტელიძე
27.11.19 11:38
1102
„ჩემთვის, როგორც დედაქალაქის მერისთვის, მიკროავტობუსების ამ მდგომარეობაში ხილვა მიუღებელია“, - ამის შესახებ განცხადება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ გააკეთა.

მან თბილისის ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რომ ორი კვირის განმავლობაში წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ მოხდება მიკროავტობუსების ჩანაცვლება 2020-წლიდან.

"ზოგიერთ მიკროავტობუსს ძირი აქვს გავარდნილი და მძიმე მდგომარეობაშია. მე არ ვაპირებ კიდევ რამდენიმე წელი ველოდოთ, თუ როდის მოხდება ამ მიკროავტობუსების ჩანაცვლება. მინდა დავავლო ვიცე-მერს, რომ რაც შეიძლება ძალიან სწრაფად, ორი კვირის განმავლობაში შესაბამის კომპანიასთან დაიწყეთ მოლაპარაკება და რაც შეიძლება ძალიან სწრაფად დაიწყოს მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროცესი. თქვენ იცით, რომ ეს არის კერძო კომპანია და ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პირობებში მოხდა ხელშეკრუკლების გაფორმება, რომელიც 2030 წლმადეა, თუ არ ვცდები“, - აცხადებს კალაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები