მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზუგდიდი, თელავი, გორი - რომელ ქალაქებს აქვთ გენერალური გეგმა?

618d49cd3845c
ნინი ლონგურაშვილი
12.11.21 00:15
986
“შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს, რომ ბათუმი, უკვე წლებია ინვესტორებისა და დეველოპერების შეჯიბრის ადგილად იქცა, თუ ვინ წამოჭიმავს უფრო გიგანტურ ნაგებობას”, - ამის შესახებ "სითი ინსტიტუტის" დირექტორი მამუკა სალუქვაძე აცხადებს, რომელიც ბათუმის გენგეგმაზე მუშაობს.

მისივე თქმით, ფაქტია, რომ ბათუმი დღითი დღე კარგავს თავის სახეს და იდენტობას.

BMG-ის კითხვაზე, თუკი ინვესტორები ან ადგილობრივი დეველოპერები, ბათუმის და თბილისის გარდა, სხვა ქალაქების განვითარებითაც დაინტერესდებიან, ხომ არ მივიღებთ იგივე პრობლემას, რომლის წინაშეც დღეს ბათუმი და თბილისი დგას, ასევე თუ აქვთ სხვა ქალაქებს გენერალური გეგმა, რათა მათი განვითარების პერსპექტივა სწორად იმართოს, “სითი ინსტიტუტის” დირექტორი პასუხობს, რომ გენერალური გეგმა გააჩნია ბევრ ქალაქს და თუ ინვესტორების ხვა ქალაქებით არ დაინტერესდებიან, ისინი სტაგნაციის მდგომარეობაში დარჩებიან.

“მესმის, რომ დღეს ინტერესის საგანი ძირითადად ორი ქალაქია - ბათუმი და თბილისი, ესენი არის მზარდი ქალაქები და ჩვენთვის გასაგებიც არის მათ მიმართ ასეთი მაღალი ინტერესი, მაგრამ ქვეყანა, ისევე როგორც ქალაქები თანაბრად უნდა განვითარდეს. ძალიან ცუდია, მაგრამ ჩვენ დღემდე არ გვაქვს სივრცის დაგეგმარების გეგმა, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ამგვარი საკითხები იყოს გადარჩეული.
სხვა ქალაქებიც არის ხომ? ამ ქალაქებსაც სჭირდება სწორად განვითარება. ბევრ მათგანს აქვს გენერალური გეგმა და ინვესტორები თუ ისევ ორ ქალაქზე იქნებიან მობილიზებული, სხვა ქალაქები დარჩებიან სტაგნაციის მდგომარეობაში, არაფერი შეიცვლება იქ. რამდენიმე ქალაქი შემიძლია დაგისახელოთ, რომელსაც აქვს გენერალური გეგმა. მაგალითად ქუთაისში ახლა კეთდება, ასევე ზუგდიდს უკვე გააჩნია გენ.გეგმა, რუსთავსაც აქვს, თუმცა მისი განახლება იგეგმება ახლო მომავალში. ასევე თელავი და გორია, რომელსაც ქალაქგეგმარებითი დოკუმენტი გააჩნიათ. ბევრი ქალაქია, რომელსაც აქვს გეგმა, თუ არის ქალაქი, რომელსაც არ გააჩნია, აუცილებლად უნდა შეიმუშაონ ეს დოკუმენტი, რადგან მხოლოდ ამ დოკუმენტის საფუძველზე მოხდება ქალაქის სწორად განვითარება", - აცხადებს მამუკა სალუქვაძე.

ცნობისთვის, „სითი ინსტიტუტმა“ ბათუმის გენერალურ გეგმაზე მუშაობა 16 აგვისტოს დაიწყო. სამუშაოები რამდენიმე ეტაპისგან შედგება და ის 1.5 წელში უნდა დასრულდეს.