მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზუგდიდში 1132 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს

5e5fa4fd2bde3
ინგა მურუსიძე
04.03.20 17:40
588
2 მარტს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ქალაქ ზუგდიდში გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, ჯამში, 1132 კოლოფი უაქციზო სიგარეტი გამოავლინეს.

როგორც bm.ge-ს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი, ხოლო 2 შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოვლინდა.