მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი კანონპროექტი - სემეკმა შესაძლოა კომპანიებს 5%-ზე უფრო მეტი წილის/აქციების გასხვისება აუკრძალოს

BM.GE
14.07.20 00:24
1123
სემეკს ენერგოკომპანიებში 5%-ზე მეტი წილის გასხვისების პროცესის დაბლოკვის უფლება მიეცემა. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი, რომლის განხილვასაც მთავრობა დაჩქარებული წესით ითხოვს, სემეკის უფლებასმოსილებას აფრთოებს. მთავრობის შეფასებით ამგვარი ნორმის მიღება ქვეყნის ენერგეტიკულ ბაზარზე სტაბილურობის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. განმარტებითი ბარათით ამ ცვლილების აუცილებლობა მომხმარებელთა უფლებების დაცვით არის ახსნილი. კანონპროექტი ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა.
 
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები