მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივნისიდან სურსათის მწარმოებლებისთვის HACCP-ის დანერგვა სავალდებულო ხდება

BM.GE
24.05.23 13:15
350
მიმდინარე წლის 1 ივნისიდან სურსათის მწარმოებელი ყველა ობიექტისთვის საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის, ჰასპის დანერგვის ვალდებულება შედის ძალაში. ბიზნესოპერატორებს მოუწევთ წინასწარ განისაზღვრონ და გააკონტროლონ სურსათის წარმოება-რეალიზაციის პროცესში არსებული პოტენციური საფრთხეები და, შესაბამისად, მომხმარებელს უვნებელი სურსათი მიაწოდონ. 

რეგულაცია ვრცელდება მათ შორის პურ-ფუნთუშეულის, საკონდიტრო წარმოებებსა და წისქვილკომბინატებზე და ყველა იმ ბიზნესოპერატორს ეხება, რომელიც სურსათს აწარმოებს და ყიდის. რა პროცესის გავლენა უწევთ ბიზნესებს ჰასპის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, რამდენად მზადაა კერძო სექტორი ახალი ვალდებულების დასაკმაყოფილებლად და რა შეიცვლება ამით მომხმარებლებისთვის?

სტუმარი: ანა გემაზაშვილი - სეს-ის სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები