მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გავლენა აქვს ბაზარზე ფარმაცევტული საწარმოების გაჩერებას?

BM.GE
14.09.22 11:43
367
ფარმაცევტულ ბაზარზე გარკვეული ტიპის სამედიცინო პროდუქტებზე დეფიციტი შეიქმნა. ბაზარზე მოქმედი 49 ფარმაცევტული საწარმოდან 32-ში ერთ თვეზე მეტია საწარმოო პროცესი გაჩერებულია. ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ GMP და GDP სტანდარტის დაუკმაყოფილებლობის გამო როგორც ფარმაცევტულ საწარმოებს, ისე ავტორიზებულ აფთიაქებსა და საბითუმო რეალიზატორებს საქმიანობა აგვისტოს დასაწყისში შეუზღუდა. აღსანიშნია, რომ რეგულაცია, რომელიც მიმდინარე წლის იანვრიდან არის ძალაში, GMP სერთიფიკატის გარეშე საქმიანობას 2025 წლამდე არ უზღუდავს იმ 10-მდე კომპანიას, რომლებიც ექსპორტს ახორციელებენ. ამ დროისთვის ფარმაბაზრის 49 მოთამაშიდან მოთხოვნილ სტანდარტს მხოლოდ ორი საწარმო, „ავერსი ფარმა“ და „ჯი ემ ფარმა“ აკმაყოფილებს. 

შექმნა, თუ არა ათეულობით საწარმოს გაჩერებამ ბაზარზე სამედიცინო პროდუქციის დეფიციტი, როგორც ამაზე მოქალაქეები მიუთითებენ და რას აკეთებენ ეს საწარმოები იმისთვის, რომ მოთხოვნილი სტანდარტები დროულად დანერგონ და საწარმოო პროცესები აღადგინონ? 

სტუმარი: ლევან გოგიბერიძე - საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები