მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპლიკაცია #Covid19-ის წინააღმდეგ

BM.GE
17.04.20 18:39
1786
აპლიკაცია, რომელიც მის მომხმარებლებს გააფრთხილებს იმ შემთხვევაში თუ კონტაქტი ჰქონდათ კორონავირუსით ინფიცირებულ პირთან ქართველი მოსახლეობისთვის გუშინ გახდა ხელმისაწვდომი და მხოლოდ 24 საათში 151 357-მა მომხარებელმა გადმოწერა. აქედან 92 040 არის - "ანდროიდის", ხოლო - 59 317, iOS სისტემის მომხმარებელი. აპლიკაცია მის მომხმარებლებს შორის განსაზღვრავს სარისკო კონტაქტებს.

სარისკო კონტაქტად ითვლება თუ 2 პირს შორის ინტერაქცია გრძელდება 10 წუთზე დიდხანს და მათ შორის დისტანცია არის 2 მეტრზე ნაკლები. აღნიშნულ ინფორმაციას აპლიკაცია სრულიად ანონიმურად იმახსოვრებს და იმ შემთხვევაში თუ რომელიმე პირს, ოფიციალური ტესტირების შედეგად დაუდასტურდება ვირუსი ხდება მისი კონტაქტების გაფრთხილება. აპლიკაცია გადმოწერის შემდეგ არ საჭიროებს მობილურის ნომრის მითითებას. მობილურის ნომერი მომხმარებელს შეჰყავს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ლაბორატორიულად დაუდასტურდა COVID-19. მობილურის ნომრის შეყვანით, მოხდება მისი ინფიცირების სტატუსის გადამოწმება შესაბამის ბაზაში, ცრუ შეტყობინების თავიდან აცილების მიზნით და იმ შემთხვევაში თუ ინფიცირება ბაზაში დასტურდება, იმ პირებს, ვინც მასთან იმყოფებოდნენ სარისკო კონტაქტში დაეგზავნებათ გაფრთხილება.