გუშინ საღამოს სახელმწიფო აუდიტის ანგარიში გამოქვეყნდა. რამდენიმე დარღვევა, რაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მთის კურორტების განვითარების კომპანიის 2018-2019 წლების შესაბამისობის აუდიტის შედეგად გამოავლინა - უნებართვო მშენებლობებზე დახარჯულია 159 მილიონი ლარი; კომპანიის დირექტორმა ანაზღაურება უკანონოდ გაიზარდა და მეტობით 109 ათასი ლარი აიღო. კომპანიამ საკუთარ თანამშრომლებსა და მათ ოჯახის წევრებს 133 ათასი ლარის აბონემენტები უფასოდ გადასცა.
უნდა ვთქვათ, რომ აუდიტი საკმაოდ კომპლექსურია: შესწავლილია კომპანიის სამოქმედო გეგმა და ბიზნესგეგმები, შემოსავლების ფორმირება, ქონების მართვის პროცესი, სალარო ოპერაციები, საწვავის განკარგვა, პროექტების/პროგრამების შესრულების მდგომარეობა. ასევე კომპანიის პარტნიორის უფლებამოსილების განხორციელების პროცესი.