მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#Forbes 30/30-ის გამარჯვებულმა, ლუკა რამიშვილმა, #Google-ისგან შეთავაზება მიიღო

BM.GE
24.10.22 08:29
762
ფორბსის 30 წლამდელთა სიის 2021 წლის გამარჯვებულმა ლუკა რამიშვილმა Google-ისგან კიბერუსაფრთხოების გუნდში მუშაობის შეთავაზება მიიღო. ლუკა, პროექტ „ოზონის“ თანადამფუძნებელი, ეთიკური ჰაკერი და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტია. Google-ის ყურადღება ქართველმა სპეციალისტმა პროგრამა Bun Bounty-ის საშუალებით მიიპყრო, რომლის ჰაკერულად გატესტვის საშუალება ყველა მსურველს აქვს.

„პროგრამის საშუალებით საკმაოდ კარგი უნარები და გამოცდილება დავაგროვე და თითო კვირის ინტერვალით მოვახერხე, მეპოვა ორი ყველაზე კრიტიკული დაზიანება, რომელსაც Google-ვისთვის საკმაოდ დიდი ზიანის მიყენება შეეძლო“, – განაცხადა რამიშვილმა Fobres Georgia-სთან და დასძინა, რომ ამ დაზიანებების პოვნა თავად Google-ს არ შეეძლო.