07.მაისი .2020 14:33

ფრონტერა VS GOGC - ფრონტერასთან კონტრაქტი ავტომატურად 27 ივლისს შეწყდება

598
უკან

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ერთ-ერთი განცხადების მიხედვით, კომპანია „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენის“ წინააღმდეგ აღძრულ დავასთან დაკავშირებით, საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილების გამოტანისა და სააგენტოს მიერ მითითებულ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტის შეწყვეტის თაობაზე შეტყობინების გაგზავნის შემდეგ, ფრონტერას მხრიდან გახშირდა საარბიტრაჟო განხილვის შედეგების დამახინჯებისაკენ მიმართული საჯარო განცხადებები. სააგენტო და კორპორაცია ფრონტერასგან ელოდებიან ამ ტიპის განცხადებების ინტესივობის გაზრდას და წმინდა კომერციული დავის პოლიტიზირების მცდელობების გაგრძელებას, რაც ქართულ მხარეზე არაკეთილსინდისიერი ზეწოლის განხორციელებასა და დაინტერესებული პირების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

თავის მხრივ, კომპანია „ფრონტერა“ უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ არბიტრაჟმა სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, Frontera-ს განმარტებით, საუბარია არა კონტრაქტის შეწყვეტაზე, არამედ მიწების სახელმწიფოსთვის დაბრუნებაზე, რა ნაბიჯსაც ისინი გადადგამენ. ამასთანავე, კომპანია აცხადებს, რომ საარბიტრაჟო სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა GOGC-ის მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ მათ 320 მილიონი ლარის მოცულობის ჯარიმა დაკისრებოდათ.

სტუმარი: ვაჟა ხიდაშელი -საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მრჩეველი