მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაძვირდება თუ არა მედიკამენტები? -მთავრობის ახალი რეგულაცია - დეტალებით ლევან გოგიბერიძე ანალიტიკაში

BM.GE
04.09.20 14:06
932
გასულ სეზონზე ანალიტიკაში დაწყებულ თემას გავაგრძელებთ დღეს. მით უმეტეს, რომ ესეც ჯანდაცვის ბიზნესის რეგულირებას ეხება იმ ფონზე, როცა მთელი ბიზნესი სახელმწიფოსგან ერთხმად ითხოვს, რეგულაციებზე დროებით - პანდემიის გათვალისწინებით - მორატორიუმი დაწესდეს. საქმე ეხება ჯიემპი ანუ კარგი საწარმოო პრაქტიკის ევროპული სტანდარტის დანერგვას.

კომპანიები ამბობენ, რომ ამ სტანდარტის დანერგვა მათგან სოლიდურ ფინანსურ რესურსს მოითხოვს და ჯანდაცვის სამინისტროს დროის გადავადების თხოვნით მიმართავს - წინააღმდეგ შემთხვევაში, ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის მტკიცებით, 2022 წლიდან შესაძლოა კომპანიების ნაწილმა საქმიანობა შეაჩეროს, ხოლო მედიკამენტები მნიშვნელოვნად გაძვირდეს.

ჯიემპი-ს დანერგვის ვადების გადახედვის საკითხი ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭომ ინვესტროთა საბჭოზეც რამდენჯერმე დასვა. პრემიერის დავალებით სამუშაო ჯგუფიც შეიქმნა, რომელშიც ბიზნესის გარდა, ჯანდაცვის და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებიც შედიოდნენ. თუმცა, როგორც ამ ეტაპზე BMG-იმ გაარკვია, ამ ზომებმა შედეგი ვერ გამოიღო და კომპანიებს მაინც მოუწევთ ჯიემპი სტანდარტი დათქმულ ვადებში დანერგონ.

სტუმარი: ლევან გოგიბერიძე - ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტი